მთავარი › ბიბლია › ოსია

ძველი აღთქმა · ოსია

ოსია 6

61 წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას. 2 ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე. 3 შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის ცოდნას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს. 4 რა გიყო, ეფრემ? რა გიყო იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება. 5 ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა. 6 რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა აღსავლენი. 7 ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე. 8 ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, კვალსისხლიანი. 9 ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან. 10 სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში: იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება. 11 შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!
თავი მეხუთე                                                                                                                                             თავი მეშვიდე

ოსია — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
Close
Close