HomeUncategorized

ოსია 11

ძველი აღთქმა
ოსია
111 როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე. 2 უხმობდნენ მათ, ისინი კი გარბოდნენ მათგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ ბაყალებისათვის და კერპებისათვის საკმეველი ეკმიათ. 3 მე ვასწავლე ეფრემს სიარული; ხელი მის მკლავში მქონდა ჩაჭიდებული, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ვკურნავდი მათ. 4 ვიზიდავდი მათ ადამიანური გრძნობის საკვრელებით, სიყვარულის ძაფებით; ლაგამის ჩამომგდებივით ვიყავი მათთვის მათი ყბებიდან, მათზე ვიყავი გადმოხრილი და ვკვებავდი მათ. 5 არ გაბრუნებულან ეგვეპტის ქვეყნისაკენ. მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემსკენ მობრუნება. 6 მახვილი დატრიალდება მის ქალაქში და მუსრს გაავლებს მის მრჩევლებს. შთანთქავს მათ ავი ზრახვების გამო. 7 მიდრეკილია ჩემგან განდგომად ჩემი ერი, მაღლისაკენ უხმობენ მას, მაგრამ არავინ აღამაღლებს. 8 როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გადაგაგდო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა. 9 აღარ ავინთები რისხვით, აღარ აღვიძვრები ეფრემის დასაღუპავად, რადგან ღმერთი ვარ მე და არა კაცი, მე წმიდა ვარ თქვენში და რისხვით არ მოვალ. 10 უფალს გაჰყვებიან; ლომივით ბრდღვინავს ის და როცა დაიწყებს ბრდღვინვას, შიშით წამოვლენ დასავლეთიდან შვილები. 11 შიშით წამოვლენ, როგორც ჩიტები, ეგვიპტიდან და, როგორც მტრედები, აშურის ქვეყნიდან; და დავასახლებ მათ თავიანთ სახლებში, – ამბობს უფალი. 12 შემომეხვია სიცრუით ეფრემი და ტყუილით – ისრაელის სახლი; კიდევ მერყეობს იუდა უფლის წინაშე და წმიდას წინაშე, რომელიც ურყევია.
თავი მეათე                                                                                                                                          თავი მეთორმეტე

COMMENTS