თავშესაფარი ბიბლიური ციტატები

დაბადება 3:8-9
მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.  მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: “სადა ხარ?”

ფსალმუნები 138:7-12
სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?  ზეცაში ავიდე – იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ!  ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე – იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.  თუ ვიტყვი: ნამდვილად ბნელი დამფარავს და ღამე სინათლედ გადამექცევა.  წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!

ესაია 28:15
რადგან ამბობდით: „აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით ქვესკნელთან; როცა შემმუსვრელი მათრახი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი – სამალავად”.

ესაია 44:9
არარაობაა კერპთა ყველა გამომსახველი, მათ საუნჯეს არავითარი სარგებელი არ მოაქვს, თავადვე რწმუნდებიან ამაში. ვერაფერს ხედავენ და ვერც ხვდებიან, ამიტომაც გაწბილდებიან.

მეორე რჯული 32:31
რადგან ჩვენს კლდეს არა ჰგავს მათი კლდე და თავად ჩვენი მტრები ხვდებიან ამას!

იერემია 17:5
ასე ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.

ფსალმუნები 141:4
მარჯვნივ გაიხედე და დაინახე, რომ ვერავინ მამჩნევს; აღარსადა მაქვს გასაქცევი, არავინ ზრუნავს ჩემზე.

ზაქარია 4:6
მომიგო და ასე მიპასუხა: აი, უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ: არა ძლიერებით და არა ძალით, არამედ ჩემი სულით! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

ფილიპელთა 3:3
რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა – სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.

იერემია 6:14
ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა.

ეზეკილი 13:10-12
იმის გამო, რომ შეაცდინეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: მშვიდობააო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი უვარგის კედელს აშენებს და, აჰა, სხვანი უვარგისი ბათქაშით ათეთრებენ.  უთხარი მათ, ვინც აბათქაშებს: წამოვა კოკისპირული წვიმა, მსხვილი სეტყვა ჩამოცვივა, ქარიშხალი ამოვარდება და კედელი მალე დაეცემა!  და, აჰა, კედელი რომ დაეცემა, განა არ გკითხავენ, სად არის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთო?

მათეს 7:26-27
ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი.  და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

მეორე რჯული 33:27
შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!

1 მეფეთა 2:2
არავინაა უფალივით წმიდა; ჭეშმარიტად, არავინაა შენს გარდა; არავინ არის კლდე ჩვენი ღმერთის გარდა.

2 მეფეთა 22:32
რადგან ვინაა ღმერთი უფლის გარდა ან ვინაა კლდე გარდა ჩვენი ღმერთისა?

ფსალმუნები 17:31
რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის კლდე, გარდა ჩვენი ღმერთისა?

ფსალმუნები 45:1
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს.

ფილიპელთა 4:7
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

ფსალმუნები 45:7
ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთ

ფსალმუნები 27:8
უფალი ძალაა თავისი ხალხისა და ხსნის ბურჯია თავისი ცხებულისთვის.

ფსალმუნები 47:3
ცნობილია ღმერთი თავის სამკვიდრებელში, როგორც სიმაგრე.

ფსალმუნები 58:16
მე კი შენს სიძლიერეს ვუმღერებ და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.

ფსალმუნები 61:2
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე – დიდად არ წავბორძიკდები.

ფსალმუნები 70:3
იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ ყოველთვის იქ შევდიოდე; ბრძანე ჩემი შველა, რადგან კლდე და სიმაგრე ხარ ჩემი.

ფსალმუნები 90:2
ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.

ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.

დაბადება 49:24
ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

2 მეფეთა 22:47
ცოცხალია უფალი! კურთხეულ იყოს სიმტკიცე ჩემი! ამაღლდეს ღმერთი, კლდე ჩემი ხსნისა;

ესაია 26:4
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.

აბაკუმი 1:12
განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.

ფსალმუნები 90:1
უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.

რუთი 2:12
უფალმა მოგაგოს მაგ საქმისთვის, სრული საზღაური მოგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც იპოვე თავშესაფარი”.

მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

დაბადება 15:1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრამმა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა: „ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ფრიად დიდი იქნება შენი საზღაური!”

მეორე რჯული 33:29
ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.

2 მეფეთა 22:31
უმწიკვლოა ღვთის გზა; წმიდაა უფლის სიტყვა, ფარია მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს.