ფილიპელთა 2:3-4
არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
მათეს 16:25
რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
მარკოზის 8:35
რადგან, ვისაც სულის შენარჩუნება სურს, იგი დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
ლუკას 9:24
ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას.
რომაელთა 14:15
თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
რომაელთა 15:1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
1 კორინთელთა 8:9
მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის.
1 კორინთელთა 10:24
არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.
გალატელთ 5:26
ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.
ესაი 5:8
ვაი თქვენ, სახლზე სახლს რომ მიიტაცებთ და მინდორზე მინდორს რომ იმატებთ და სხვას ადგილი აღარ რჩება, თითქოს მხოლოდ თქვენ უნდა ცხოვრობდეთ ქვეყანაზე.
დანიელი 4:30
თქვა მეფემ: „განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?”
2 ტიმოთეს 3:2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
იგავნი 25:27
არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.
1 კორინთელთ 13:4
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია; არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,
იგავნი 21:4
ზვიადი თვალები და ამაყი გული – უკეთურთა ლამპარი და ცოდვაა.
მათეს 23:12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
ლუკას 14:11
რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება”.
რომაელთა 12:10
ერთმანეთისადმი ძმურ სიყვარულში გულანთებულებმა, პატივისცემაში დაასწარით ერთურთს.
2 მეფეთა 15:1
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
3 მეფეთა 1:5
თავი აიმაღლა ადონიამ, ხაგითის ძემ; ამბობდა: „მე ვიქნები მეფე!” გაიჩინა ეტლები, მხედრები და ორმოცდაათი მორბენალი კაცი.
ესაია 14:13
გულში ამბობდი: „ცამდე ავმაღლდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ავიმაღლებ ტახტს, საკრებულო მთაზე დავჯდები, ჩრდილოეთის კიდეებზე.
იერემია 46:5
რას ვხედავ? უკან იხევენ თავზარდაცემულნი, დამარცხდნენ მათი მამაცი მეომრები, გარბიან, რომ თავს უშველონ, შიშის ზარია ირგვლივ, ამბობს უფალი.
ეზეკიელი 28:2
„ძეო კაცისავ! ტვიროსის მთავარს უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რადგან აღზევდა შენი გული და ამბობ, ღმერთი ვარ, ღმერთების საკრებულოში ვზივარ შუაგულ ზღვაშიო! შენ კი კაცი ხარ და არა ღმერთი და გულით ღმერთის გულს ეტოლები.
მათეს 20:21
მან ჰკითხა: „რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: „ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
ლუკას 20:46
„ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მისალმებანი, სინაგოგებში წინა რიგებში და ნადიმებზე საპატიო ადგილებზე ჯდომა;
ლუკას 14:7
როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი:
იოანეს 12:43
რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
1 იოანეს 2:15
ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
მათეს 16:26
რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
ლუკას 9:25
რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
კოლასელთა 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
2 ტიმოთეს 2:4
არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.
ლუკას 14:8
„თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.
ფსალმუნები 62:10
მახვილის წერა გახდებიან, ტურების კერძი შეიქნებიან.
იგავნი 28:20
ერთგულ კაცს უამრავი კურთხევა ექნება, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება.
ლუკას 12:15
უთხრა: „იფხიზლეთ და დაიცავით თავი ანგარებისგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული”.
მიქა 3:11
ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: „განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!”
იოანეს 12:6
ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო. ყულაბა მას ჰქონდა და რასაც შიგ ყრიდნენ, ის იღებდა.