პავლე მოციქულის წერილი ფილიპელთა მიმართ
ქრისტიანული თავმდაბლობა
ანათეთ, როგორც ნათელმა სოფელში12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას, არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს, შიშით და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. 13 ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით. 14 ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, 15 რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღვთის უმანკო შვილები მრუდ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობნი სამყაროში, 16 სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა დავიკვეხო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღვწოდი. 17 და თუ ვიღვრები თქვენი რწმენის მსხვერპლად ღვთისმსახურებაში, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად. 18 ასევე თქვენც იხარეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
ტიმოთე და ეპაფროდიტე19
იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. 20 ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. 21 იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. 22 თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის. 23 იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე. 24 მჯერა უფლისა, რომ მეც მალე მოვალ თქვენთან.
25 საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემს საჭიროებაში. 26 რადგან ძალიან სურდა ყველა თქვენთაგანის ხილვა და ძალიან შეწუხდა, რომ შეიტყეთ მისი ავადმყოფობა. 27 რადგან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა ის და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა ჩემს მწუხარებას მწუხარება არ დართვოდა. 28 ამიტომ ვიჩქარე მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც მომკლებოდა დარდი. 29 აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს. 30 ვინაიდან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი.
თავი პირველი თავი მესამე