სატანა, როგორც მატყუარა ბიბლიური ციტატები

დაბადება 3:4-5
უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.

იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

2 კორინთელთა 11:3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.

2 კორინთელთა 11:14
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.

ეფესელთა 6:11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.

გამოცხადება 12:9
და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.

გამოცხადება 20:3
ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი მცირე ხნით გათავისუფლდება.

2 თესალონიკელთა 2:9-10
მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.

მათეს 6:13
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!

მათეს 5:37
არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.

მათეს 13:19
ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სამეფოზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუვა ბოროტი და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის გზის პირას დათესილი თესლი.

იოანეს 17:15
არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.

გამოცხადება 3:9
აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.

1 ტიმოთეს 3:7
ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეთაგან, რათა გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ აღმოჩნდეს გაბმული.

2 ტიმოთეს 2:26
რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.

2 კორინთელთა 2:10-11
ჰოდა, ვისაც თქვენ აპატიებთ, მეც, ვინაიდან მეც თუ ვინმეს ვაპატიე, თქვენი გულისთვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.

1 ტიმოთეს 5:14-15
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.

1 ტიმოთეს 2:14
ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუვდა და ჩაიდინა დანაშაული.

დანიელი 8:25
ხელთ იპყრობს წარმატებას თავისი მზაკვრული ცბიერების მეშვეობით და აღზევდება საკუთარ გულში; მრავალს გაანადგურებს უსაფრთხო ჟამს და მეფეთ მეფესაც აუმხედრდება, თუმცა, დაემხობა და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.

2 ტიმოთეს 3:13
ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.

გამოსვლა 7:11-12
უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით. დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.

მათეს 24:24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.

გამოცხადება 13:13-14
და ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან დედამიწაზე ადამიანთა წინაშე. აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად; ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელიც დაიჭრა მახვილით, მაგრამ გაცოცხლდა.

მათეს 7:15
უფრთხილდით ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსელით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან.

ეზეკიელი 13:6-10
ხედავენ ამაოებას, მათი მისნობა სიცრუეა. ამბობენ: „უფალმა ბრძანაო!” მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი. მაინც თავიანთი სიტყვის ასრულების იმედი აქვთ. განა ამაო ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მისნობთ, რომ ამბობთ: უფალი ბრძანებსო, მე კი არაფერი მითქვამს? ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან ამაოებას ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ! – ამბობს უფალი ღმერთი. ჩემი ხელი იქნება იმ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ამაოებას რომ ხედავენ და სიცრუეს მისნობენ; ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის ტაძრის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ გაიგებთ, რომ მე უფალი ღმერთი ვარ. იმის გამო, რომ შეაცდინეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: მშვიდობააო, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი უვარგის კედელს აშენებს და, აჰა, სხვანი უვარგისი ბათქაშით ათეთრებენ.

2 პეტრეს 2:1-3
მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე. მრავალნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და მათ გამო დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა. ანგარებით, მაცდური სიტყვებით გამოგიყენებენ საკუთარ თა­ვზე მსჯავრის დასატეხად; არ დააგვიანებს მათი განკითხვა და არ თვლემს მათი დაღუპვა.

მათეს 4:6
უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”.

2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.