Homeბიბლიაახალი აღთქმა

გამოცხადება 3

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
უწყება სარდის ეკლესიას

31 „სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც აქვს შვიდი ღვთის სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახლი, თითქოს ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ. იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენები, სიკვდილთან ახლო მყოფნი, ვინაიდან ვერ დავინახე, რომ შენი საქმეები სრულყოფილი იყოს ჩემი ღვთის წინაშე. გაიხსენე, როგორც მიიღე და მოისმინე. დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. თუმცა სარდეში გყავს რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელნი და ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, ვინაიდან ღირსნი არიან. გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

უწყება ფილადელფიის ეკლესიას

„ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის კლიტე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გაააღებს. ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს, რადგან მცირე ძალა გაქვს. მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყო ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ იმათ სატანის საკრებულოდან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ და არ არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ისე მოვუწყობ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე. 10 რაკი შენ დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოვა მთელ მსოფლიოზე, რომ გამოსცადოს მიწის მკვიდრნი. 11 აჰა, მოვალ მალე. გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. 12 გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღვთის ტაძარში და იგი აღარ გავა გარეთ. დავაწერ მასზე ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს. 13 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

უწყება ლაოდიკიის ეკლესიას

14 „ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა: 15 ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი, ო, ნეტავ ან ცივი იყო ან ცხელი! 16 მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან. 17 ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი. 18 მე გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი შესამოსლები, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა წაიცხო თვალებზე, რომ ხედავდე. 19 ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. აბა, ეშურე და მოინანიე. 20 აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან. 21 გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე. 22 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.“

თავი მეორე                                                                                                                                            თავი მეოთხე

COMMENTS