პავლე მოციქულის მეორე წერილი კორინთელთა მიმართ
პატიება ქრისტეს სახის წინაშე5
და თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რამდენადმე გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, თქვენ ყველანი. 6 ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან. 7 ასე რომ, პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას იგი. 8 ამიტომ შეგაგონებთ, სიყვარული გამოიჩინოთ მის მიმართ. 9 ვინაიდან იმისთვისაც დავწერე, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა. 10 და ვისაც თქვენ აპატიებთ რამეს, მეც ვინაიდან მე თუ ვინმეს რაიმე ვაპატიე, თქვენი გულისათვის ვაპატიე ქრისტეს სახის წინაშე. 11 რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.
პავლეს შიში და დამშვიდება12
ხოლო მე, როცა ტროადაში მოვედი ქრისტეს სახარების გულისათვის, კარი ღია იყო ჩემთვის უფალში. 13 მაგრამ არ მქონდა სულის სიმშვიდე, რადგან ვერ ვპოვე იქ ჩემი ძმა ტიტე. გამოვემშვიდობე მათ და გავემართე მაკედონიისაკენ.
14 მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას. 15 ვინაიდან ქრისტეს კეთილსურნელება ვართ ღვთისათვის დახსნილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. 16 ზოგისთვის სიკვდილის სურნელია სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელია სასიცოცხლოდ. ვინაა ღირსი ამისათვის? 17 ვინაიდან ჩვენ არ ვმეწვრილმანეობთ. როგორც მრავალნი, ღვთის სიტყვით, არამედ წრფელად, როგორც ღვთისაგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეში.
თავი პირველი თავი მესამე