მოსმენა ბიბლიური ციტატები

იგავნი 1:5
მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება;

1 მეფეთა 3:10
მივიდა უფალი, დადგა და მოუხმო, როგორც მანამდე: „სამუელ! სამუელ!” და თქვა სამუელმა: „ილაპარაკე, უფალო, გისმენს შენი მსახური”.

2 ნეშტთა 20:15
თქვა: „ისმინე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იოშაფატ! ასე ამბობს უფალი: ნუ შეგაშინებთ და შეგაძრწუნებთ ეს დიდი ურდო, რადგან თქვენი კი არაა ეს ბრძოლა, არამედ ღმერთის.

ფსალმუნები 80:8
ისმინე ჩემო ხალხო და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ ისრაელო, თუ მომისმენ.

მიქა 2:1
ისმინე, ყველა ერო! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.

საქმეები 2:14
ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.

საქმეები 13:16
პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო, ისმინეთ!

საქმეები 28:28
ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.

მათეს 17:5
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

მათეს 9:7
და გამოჩნდა ღრუბელი, რომელმაც დაჩრდილა ისინი, ხოლო ღრუბლიდან გამოვიდა ხმა: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მას უსმინეთ!”

ლუკას 9:35
და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, მას უსმინეთ”.

იოანეს 10:27
ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან.

მათეს 15:10
მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: „ისმინეთ და შეიგნეთ:

მაკოზის 7:14
კვლავ მოუწოდა ხალხს და უთხრა: „მომისმინეთ ყველამ და გაიგეთ,

ლუკას 10:16
ვინც თქვენ მოგისმენთ, მე მომისმენს; თქვენი უარმყოფელი, მე უარმყოფს; ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს!”

იოანეს 10:8
ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ავაზაკი, და არ მოუსმინა მათ ცხვარმა.

იგავნი 19:20
შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.

ფსალმუნები 33:11
მოდით შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.

იგავნი 5:7
ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.

იგავნი 7:24
ამიტომ, მისმინეთ ახლა შვილებო, ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს:

იგავნი 12:15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.

იგავნი 13:1
ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.

იგავნი 15:31
სასიცოცხლო მხილების შემსმენი ყური ბრძენთა შორის გაათევს ღამეს.

ლუკას 2:46
სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.

იერემია 26:13
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.

იერემია 27:9
ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველებსა და თქვენს ჯადოსნებს, თქვენს მესიზმრეებს, თქვენს მკითხავებსა და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოემსახურებით ბაბილონის მეფესო.

ეზეკიელი 13:19
შემბღალეთ ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის ჩემს ხალხთან, რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ უნდა მოკვდნენ და ცოცხლად ტოვებთ იმათ, რომლებიც არ არიან საცოცხლებელნი; ჩემს ხალხს ატყუებთ, ტყუილის მომსმენთ.

1 იოანეს 4:1
საყვარელნო, ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა წუთისოფელში.

ეზეკიელი 3:7
ხოლო ისრაელის სახლი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ; ჭეშმარიტად, მთელი ისრაელის სახლი ჯიუტი და თვითნებაა.

4 მეფეთა 17:14
არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;

4 მეფეთა 18:12
რადგან არ ისმინეს უფლის, თავიანთი ღმერთის ხმა და დაარღვიეს მისი აღთქმა; ყოველივე, რაც მოსემ, უფლის მსახურმა ამცნო, არც ისმინეს და არც აღასრულეს.

ნეემია 9:17
არ ინებეს მოსმენა და არ გაიხსენეს შენი საკვირველებანი, რომლებიც მოიმოქმედე მათ შორის; ქედები გაიმაგრეს და წინამძღოლი დაიყენეს, რათა ურჩობით მონობაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ შენ, ღმერთო მიმტევებელო, მადლიანო, შემბრალებელო, სულგრძელო და დიდად მოწყალევ, შენ არ მიატოვე ისინი.

იერემია 17:23
მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.

საქმეები 16:14
გვისმენდა იქ ერთი ღვთისმოშიში დედაკაცი, ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად.

ლუკას 5:1
ერთხელ, როცა გენესარეთის ტბასთან იდგა და ხალხი აწყდებოდა მას, რათა ღმერთის სიტყვა მოესმინა,

Close
Close