ეზრა 4:12
ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.
ნეემია 4:2
თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: ,,რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?”
იერემია 32:12
მივეცი ნასყიდობის წერილი ბარუხ ნერიას ძეს, მახსეიასის ძეს, ხანამეელის, ჩემი ბიძაშვილისა და ყველა მოწმის თვალწინ, ხელი რომ მოაწერეს ნასყიდობის წერილს, და ყველა იუდევლის თვალწინ, საყარაულო ეზოში რომ ისხდნენ.
მათეს 2:2
,,სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც დაიბადა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას”.
იოანეს 2:6
იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმენდის წესის თანახმად, თითოში ორი თუ სამი საწყაო ჩადიოდა.
იერემია 44:1
სიტყვა, რომელიც იყო იერემიასადმი ეგვიპტის ქვეყანაში – მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის ქვეყანაში დასახლებულ ყველა იუდეველზე.
ეზრა 2:1
ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;
იოანეს 7:35
უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: ,,სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
საქმეები 2:8-11
როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით? პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი, ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი, როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
ფსალმუნი 136:4
უცხო მიწაზე როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა?
ოსია 3:4
რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.
ლუკას 4:16-17
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად. და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა:
ეზრა 7:11
აი, იმ წერილის პირი, რომელიც მეფე ართახშასთამ მისცა ეზრა მღვდელსა და მწიგნობარს, რომელიც უფლის მცნებებსა და დადგენილებებს წერდა ისრაელისთვის.
ეზრა 3:1-6
როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში დასახლდნენ, შეიკრიბა მთელი ხალხი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი. ადგნენ იეშუა იოცადაკის ძე და მისი ღვთისმსახური ძმები, ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუშენეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს მასზე სრულადდასაწველთა აღსავლენად, როგორც ეს მოსეს, ღვთის კაცის რჯულში იყო დაწერილი. იმისდა მიუხედავად, რომ გარშემო ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, თავისივე საძირკველზე დადგეს სამსხვერპლო და აღავლენდნენ მასზე სრულადდასაწველს; დილის და საღამოს სრულადდასაწველს. კარვობის დღესასწაულიც აღასრულეს, როგორც წერია და სწირავდნენ ყოველდღიურ სრულადდასაწველთ განსაზღვრული რაოდენობით, წესის მიხედვით, ყოველდღიური საჭიროებისამებრ. ამის შემდეგ მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველს ახალმთვარობისას და უფლის ყოველ წმიდა დღესასწაულზე; ყველასთვის, ვინც კეთილი ნებით სწირავდა შესაწირს უფალს. მეშვიდე თვის პირველი დღიდან დაიწყეს უფლისთვის სრულადდასაწველთა აღვლენა, თუმცა უფლის ტაძრისთვის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი.
ეზრა 3:8
ღვთის სახლში, იერუსალიმში მათი მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს დაიწყეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ და იეშუა იოცადაკის ძემ თავიანთ დანარჩენ ძმებთან, ტყვეობიდან იერუსალიმში მობრუნებულ მღვდლებთან და ლევიანებთან ერთად, მშენებლობა; ზედამხედველებად ოცი წლისა და უფროსი ლევიანები დააყენეს უფლის სახლის საქმეზე.
ეზრა 4:14-15
აშენებდნენ ებრაელთა უხუცესნი და წარმატებას აღწევდნენ, ანგია წინასწარმეტყველისა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველების თანახმად. ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ბრძანებისამებრ; და კიროსის, დარიოსისა და ართახშასთას – სპარსეთის მეფეების ბრძანებისამებრ. დაასრულეს ეს ტაძარი ადარის თვის მესამე დღეს, ეს იყო მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელი.
საქმეები 2:5
და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
საქმეები 8:27
ადგა და წავიდა. და აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდაკის დიდებული, მთელი მისი საგანძურის მცველი, რომელიც თაყვანსაცემად იყო მოსული იერუსალიმში;
მათეს 26:59-61
ღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ ცრუმოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა სიკვდილით დაესაჯათ იგი, და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: ,,ეს ამბობდა, შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენოო”.
მარკოზის 14:57-58
ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ: გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო.
საქმეები 6:13
წარადგინეს ცრუ მოწმეები, რომლებმაც განაცხადეს: ეს კაცი გამუდმებით ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობსო.
საქმეები 21:27-29
შვიდი დღე რომ გავიდა, აზიელმა იუდევლებმა ტაძარში დაინახეს იგი, მთელი ხალხი აღაშფოთეს და ხელი დაადეს მას. ყვიროდნენ: ,,კაცნო ისრაელიანნო, გვიშველეთ! ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველგან რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ უქადაგებს; ახლა ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი”. მასთან ერთად ქალაქში ტროფიმე ეფესელი ჰყავდათ დანახული და იფიქრეს, პავლემ ისიც შეიყვანა ტაძარშიო.
იოანე 5:39
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
მათეს 23:23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში – სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
იაკობის 2:10
რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.
მათეს 23:16-18
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს – არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო. უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია – ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს? და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
მარკოზის 7:1-13
შემოიკრიბნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან მოსული ზოგიერთი მწიგნობარი. დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფეთაგანი ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით ჭამდა პურს და კიცხავდნენ მათ, რადგან ფარისეველნი და იუდეველნი იცავდნენ უხუცესთა გადმოცემას და ისე არ ჭამდნენ, თუ გულმოდგინედ არ დაიბანდნენ ხელებს; ბაზრიდან დაბრუნებულნი განბანის გარეშე არ ჭამდნენ; სხვაც ბევრი რამ არის, რასაც გადმოცემებით ასრულებდნენ, მაგალითად სასმისების, თასებისა და სპილენძის ქვაბების გამორეცხვას. ჰკითხეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: ,,რატომ არ იქცევიან შენი მოწაფენი უხუცესთა გადმოცემის მიხედვით და რატომ ჭამენ პურს დაუბანელი ხელებით?” ხოლო მან უთხრა მათ: ,,კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი თქვენისთანა თვალთმაქცებზე. როგორც წერია: ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორსაა ჩემგან. ამაოდ მექცევიან მოწიწებით, რადგან მოძღვრებასავით ასწავლიან ადამიანურ მცნებებს! ღმერთის მცნებანი მიატოვეთ და ადამიანთა გადმოცემებს იცავთ – სასმისების, თასების გამორეცხვასა და მრავალ ამდაგვარს, რასაც აკეთებთ”. უთხრა: “განა კარგია, რომ ღმერთის მცნებას აუქმებთ, რათა თქვენი გადმოცემა დაიცვათ? მოსემ თქვა: პატივი ეცი შენს მამას და დედას; მამის, გინდ დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდესო. თქვენ კი ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ,,კორბან” – ესე იგი, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლა, ღმერთს ვუძღვნიო, აღარაფერს აკეთებინებთ მამისთვის ან დედისთვის. ღმერთის სიტყვას აუქმებთ თქვენივე გადმოცემით, რომელსაც გადასცემთ, და სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს”.
მათეს 15:1-9
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს: ,,რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”. მიუგო მათ პასუხად: ,,თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო? რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს. თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი, ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა: ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან. ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”
მათეს 12:1-2
იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: ,,აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
მარკოზის 2:23-24
ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. უთხრეს ფარისევლებმა მას: ,,აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
ლუკას 6:1-2
ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: ,,რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
ლუკას 11:38
გაუკვირდა ფარისეველს, როცა ნახა, რომ სადილის წინ არ დაიბანა.
ლუკას 18:10-12
,,ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
საქმეები 26:5
დიდი ხანია მიცნობენ და შეუძლიათ დამემოწმონ თუ მოისურვებენ, რომ მე, ჩვენი უზუსტესი სარწმუნოების მიმდინარეობის მიხედვით ვცხოვრობდი, როგორც ფარისეველი.
საქმეები 5:17
აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ.
მათეს 3:7
დაინახა რა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: ,,იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალი რისხვისგან გაქცევა?
მარკოზის 12:18
ამის შემდეგ სადუკეველნი მიადგნენ, რომლებიც ამბობენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს:
მათეს 17:10
ჰკითხეს მას მოწაფეებმა: ,,მაშ, რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?”
ლუკას 2:46
სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
მათეს 23:15
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
საქმეები 2:11
როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
საქმეები 6:5
მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი.
საქმეები 13:43
როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
მარკოზის 14:1
ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ.
იოანეს 11:45-50
მაშინ, მარიამთან მოსულმა ბევრმა იუდეველმა, იხილა რა, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი. ზოგიერთები წავიდნენ ფარისევლებთან და უთხრეს, რაც იესომ გააკეთა. მაშინ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა შეკრიბეს სინედრიონი და თქვეს: ,,რა ვქნათ, რადგან ბევრ სასწაულს ახდენს ეს კაცი? თუ თავის ნებაზე მივუშვებთ, ყველა ირწმუნებს. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც”. ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავრობდა, თქვა: ,,არაფერი გაგეგებათ, ვერ მოგიფიქრებიათ, რომ ჩვენთვის უმჯობესია ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს”.
იოანეს 16:2
სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.
საქმეები 4:1-3
ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს, თავს მღვდლები, ტაძრის მცველთა მეთაური და სადუკეველნი წამოადგნენ. გაღიზიანდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ. ხელი დაადეს მათ და მეორე დღემდე მცველებს ჩააბარეს, რადგან უკვე ბინდდებოდა.
საქმეები 5:17-18
აღდგნენ მღვდელმთავარი და ყველა მასთან მყოფნი, რომლებიც სადუკეველთა მწვალებლობას ეკუთვნოდნენ, და შურით აღივსნენ. დაადეს ხელი მოციქულებს და საჯარო საპატიმროში ჩასხეს.
გალათელთა 1:13-14
რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას. მრავალ ჩემი ასაკის თანატომელს აღვემატებოდი იუდეველობაში, რადგან მამების გადმოცემების დიდად მოშურნე ვიყავი.
საქმეები 15:5
მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
საქმეები 15:1-2
იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო. პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.
გალატელთა 2:11:16
ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე. რადგან ვიდრე იაკობისგან ზოგიერთები მოვიდოდნენ, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე ჩამოშორდა მათ და წინადაცვეთილთა შიშით განზე გადგა. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე, რომ ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ. მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ? ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.