ძველი აღთქმა
ეზრა
21 და აჰა, იმ ქვეყნის ძენი, რომელნიც გადასახლების ტყვეობიდან ამოვიდნენ, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ, და დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში; 2 რომელნიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყლაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი: 3 ფარყოშის ძენი – ორი ათას ასსამოცდათორმეტი, 4 შეფატიას ძენი – სამას სამოცდათორმეტი, 5 არახის ძენი – შვიდას სამოცდათხუთმეტი, 6 ფახათ-მოაბის ძენი, იესოს ძეთაგან და იოაბის ძეთაგან – ორი ათას რვაას თორმეტი, 7 ყელამის ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 8 ზათუს ძენი – ცხრაას ორმოცდახუთი, 9 ზაქაის ძენი – შვიდას სამოცი, 10 ბანის ძენი – ექვსას ორმოცდაორი, 11 ბებაის ძენი – ექვსას ოცდასამი, 12 ყაზგადის ძენი – ათას ორას ოცდაორი, 13 ადონიკამის ძენი – ექვსას სამოცდაექვსი 14 ბიგვაის ძენი – ორი ათას ორმოცდათექვსმეტი, 15 ყადინის ძენი – ოთხას ორმოცდათოთხმეტი, 16 ატერის ძენი იხისკიად წოდებულისა – ოთხმოცდათვრამეტი, 17 ბეცაის ძენი – სამას ოცდასამი, 18 იორას ძენი – ას თორმეტი, 19 ხაშუმის ძენი – ორას ოცდასამი, 20 გიბარის ძენი – ოთხმოცდათხუთმეტი, 21 ბეთლემის კაცები – ას ოცდასამი, 22 ნეტოფას კაცები – ორმოცდათექვსმეტი, 23 ყანათოთის კაცები – ასოცდარვა, 24 ყაზმავეთის ძენი – ორმოცდაორი, 25 კირიათ-ყარიმის, ქეფირას და ბეროთის ძენი – შვიდას ორმოცდასამი, 26 რამას და გაბაყის ძენი – ექვსას ოცდაერთი, 27 მიქმასის კაცები – ას ოცდაორი, 28 ბეთელისა და ჰაღაის კაცები – ორას ოცდასამი, 29 ნებოს ძენი – ორმოცდათორმეტი, 30 მაგბიშის ძენი – ას ორმოცდათექვსმეტი, 31 ყელამის სხვა ძენი – ათას ორას ორმოცდათოთხმეტი, 32 ხარიმის ძენი – სამას ოცი, 33 ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი – შვიდას ოცდახუთი, 34 იერიხოს კაცები – სამას ორმოცდახუთი, 35 სენაას ძენი – სამი ათას ექვსას ოცდაათი, 36 მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან – ცხრაას სამოცდაცამეტი, 37 იმერის ძენი – ათას ორმოცდათორმეტი, 38 ფაშხურის ძენი – ათას ორას ორმოცდაშვიდი, 39 ხარიმის ძენი – ათას ჩვიდმეტი, 40 ლევიანები: იესოს და კადმიელის ძენი ჰოდავიას ძეთაგან – სამოცდათოთხმეტი; 41 მგალობელნი: ასაფის ძენი – ას ოცდარვა; 42 კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაის სულ – ას ოცდაცხრამეტი; 43 ტაძრის მსახურთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის, 44 კეროსის, სიაყას, ფადონის, 45 ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის, 46 ხაგაბის, შამლაის, ხანანის, 47 გიდელის, გახარის, რეაიას, 48 რეცინის, ნეკოდას, გაზამის, 49 ყუზას, ფასეახის, ბესაის, 50 ასნას, მეყუნიმის, ნეფუსიმის, 51 ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის, 52 ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას, 53 ბარკოსის, სისერას, თამახის, 54 ნეციახის და ხატიფას ძენი; 55 სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას, 56 იაყლას, დარკონის, გიდელის, 57 შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამის ძენი; 58 სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა ძენი – სამას ოთხმოცდათორმეტი. 59 და ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან, იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, ისრაელიდან თუ იყვნენ. 60 დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი – სულ ექვსას ორმოცდათორმეტი. 61 და მღვდლების ძეთაგან: ძენი ხაბაიას, ჰაკოცისა, ბარზილაისა, რომელმაც გილყადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთო ცოლად და მათივე სახელი ეწოდა. 62 ესენი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო ნუსხას და ვერ იპოვეს, და განეყენენ მღვდლობიდან, როგორც შებღალულნი. 63 და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდადან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით. 64 მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს, 65 გარდა მათი მსახურებისა და მათი მხევლებისა, ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; და მათთან – ორასი მგალობელი კაცი და მგალობელი ქალი. 66 მათი ცხენები – შვიდას ოცდათექვსმეტი, ჯორები მათი – ორას ორმოცდახუთი, 67 მათი აქლემები – ოთხას ოცდათხუთმეტი, სახედრები – ექვსი ათას შვიდას ოცი. 68 და მამისსახლთა თავკაცებმა უფლის სახლთან მისვლისას, იერუსალიმში, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე. 69 თავიანთი შეძლებისამებრ საგანძურში შეიტანეს საქმისათვის: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მანა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი. 70 და დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, ხალხთაგანნი, მგალობლები, კარისმცველები, ტაძრის მსახურნი და მთელი ისრაელი, თავ-თავიანთ ქალაქებში.