ღვთიური მეუფება ბიბლიის მუხლები

1 ნეშტთა 29:11-12
შენია ღმერთო სიდიადე, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება, შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე, ღმერთო; შენია სამეფო და ყოველივეს სათავე ხარ და ამაღლებული ყოველივეზე. სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის, შენ ბატონობ ყოველივეზე, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება,

გამოსვლა 15:18
უფალი იმეფებს უკუნითი უკუნისამდე“.

1 ნეშტთა 16:31
გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ; დაე, ერებს შორის გამოაცხადონ – უფალი მეფობს!

ფსალმუნები 9:7-8
უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი. სიმართლით განიკითხავს იგი ქვეყნიერებას და მიუკერძოებლად გაასამართლებს ხალხებს.

ფსალმუნები 44:6
ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა.

ფსალმუნები 102:19
ზეცაში დაიდგა ტახტი უფალმა და მისი მეფობა განაგებს ყოველივეს.

ესაია 37:16
“ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ამაღლებულო ქერუბებზე! შენ, მხოლოდ შენ ხარ ღმერთი დედამიწის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა.

ფსალმუნები 28:10
უფალი ზის წარღვნაზე, მარადიულ ხელმწიფედ ზის უფალი.

ფსალმუნები 46:6-7
უმღერეთ ქება ღმერთს, უმღერეთ ქება ჩვენს მეფეს, გონივრულად შეასხით ხოტბა, რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი.

1 მეფეთა 12:12
როცა იხილეთ, რომ ყამონის ძეთა მეფე ნახაში მოდის თქვენს წინააღმდეგ, მითხარით: არა, მეფე უნდა მეფობდეს ჩვენზე. თქვენი მეფე კი უფალია, თქვენი ღმერთი!

ფსალმუნები 46:2
რადგან საშიშია უზენაესი უფალი, დიადი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.

ფსალმუნები 94:3
რადგან დიადი ღმერთია უფალი, დიადი მეფე, ყველა ღვთაებაზე აღმატებული,

ესაია 6:5
და ვთქვი: „ვაი მე, დავიღუპე! რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეუფე იხილეს, ცაბაოთ უფალი.“

ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი გამომხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ტიმოთეს 6:15
რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,

გამოცხადება 15:3
და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: “დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო!

ფსალმუნები 95:10
უთხარით ერებს: უფალი მეფობს! დიახ, მტკიცედ არის დაფუძნებული სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს თანაბრად.

ფსალმუნები 46:8
ერებზე მეფობს ღმერთი, თავის წმიდა ტახტზე ზის იგი.

ფსალმუნები 98:1
უფალი მეფობს – ათრთოლდნენ ხალხები! ქერუბებზეა ამხედრებული – შეიძრას დედამიწა.

მარკოზის 1:14-15
მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას. ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება“.

მათეს 4:17
იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო“.

მათეს 11:12
იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სამეფო ძალისხმევით აიღება, და ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას.

ლუკას 4:43
მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი“.

ლუკას 11:20
თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.

ლუკას 16:16
რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მის შემდეგ ღმერთის სასუფეველი იხარება და ყოველი ძალისხმევით შედის მასში.

1 კორინთელთა 15:24
მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.

მარკოზის 15:2
და ჰკითხა მას პილატემ: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „შენ ამბობ.“

გამოსვლა 17:14
და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვროდ წიგნში და ჩაასმინე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.“