ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება
ანგელოზები უკანასკნელი წყლულებით
151 ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის მძვინვარება. 2 ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატებისა და მისი სახელის რიცხვისა. იდგნენ მინის ზღვაზე და ეპყრათ ღვთის ქნარები. 3 გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო“ წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო! 4 ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“.
5 ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის სავანის ტაძარი ზეცაში. 6 გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსლით შემოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. 7 ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს თასი, ცოცხალი ღვთის მძვინვარებით სავსე უკუნითი უკუნისამდე. 8 აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისაგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.

COMMENTS