ცოდვილნი ბიბლიის მუხლები

1 იოანეს 3:5
ხოლო თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და მასში არ არის ცოდვა.

გალატელთა 3:22
მაგრამ წერილმა ყველა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია, რათა მორწმუნეებს აღთქმული იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ.

რომაელთა 3:9-19
მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან. როგორც წერია: „არავინ არის მართალი. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. 
 მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე და არ იციან მშვიდობის გზა. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება დაექვემდებაროს ღვთის სამსჯავროს.

რომაელთა 5:15
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

ფსალმუნები 24:8-10
კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს. თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ. უფლის ყველა გზა წყალობა და ჭეშმარიტებაა მისი აღთქმებისა და მცნებების შემნახველთათვის.

3 მეფეთა 8:30
მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.

ფსალმუნები 85:5
რადგან, კეთილი და მიმტევებელი ხარ შენ, უფალო, და დიდად მოწყალე ყველასთვის, ვინც შენ მოგიხმობს.

ფსალმუნები 129:8
ის გამოისყიდის ისრაელს ყველა დანაშაულისგან.

დანიელი 9:9
უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

რომაელთა 5:8-9
ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის. მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან.

1 ტიმოთეს 1:15
სარწმუნოა და ყოველგვარი მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნიერებაზე ცოდვილთა გადასარჩენად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.

რომაელთა 8:3
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,

ლუკას 15:1
უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.

ლუკას 7:37-38
და აჰა, ცოდვილი დედაკაცი იყო ქალაქში. როგორც კი გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ნელსაცხებელი მოიტანა ალებასტრონით. უკან დადგა, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

გალატელთა 2:15
ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან.

1 თესალონიკელთა 4:5
და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.

ებრაელთა 7:26
ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,

1 პეტრეს 4:18
თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?

იგავნი 11:31
აჰა, მართალს მიეზღვება მაგიერი ამ ქვეყნად, მითუმეტეს – უმართლოსა და ცოდვილს.

2 პეტრეს 2:5-6
არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას; მსჯავრი დასდო სოდომისა და გომორას ქალაქებს, ფერფლად აქცია და ამით მაგალითი დაუდო მომავალ უღმერთოებს;

ფსალმუნები 1:1
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას, ცოდვილთა გზას არ ადგას და არ ზის ავყიათა საკრებულოში;

იგავნი 1:10-16
შვილო, თუ შეეცდებიან ცოდვილნი შენს შეცდენას, ნუ დაჰყვები მათ ნებას. რომ გითხრან: წამოგვყევი, ჩავუსაფრდეთ სისხლის დასაღვრელად, უდანაშაულოს უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ, ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად, ყოველგვარ ძვირფასეულობას მოვიპოვებთ, ნადავლით ავივსებთ სახლებს, ჩვენთან იყარე წილი, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველასო! შვილო, ნუ ივლი მათ გზაზე, აარიდე ფეხი მათ გზასავალს, რადგან მათი ფერხნი ბოროტების ჩასადენად გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან;

ფსალმუნები 103:35
გაქრნენ ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი ნუღარ იქნებიან; აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!

ფსალმუნები 108:6-20
ბოროტი კაცი დაუყენე ზედამხედველად და ცილისმწამებელი დაუდგეს მარჯვნივ. გამტყუვნდეს განკითხვისას და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. იყოს დღეები მისი მცირე და მის ადგილს სხვა დაეპატრონოს. მისი შვილები ობლად დარჩნენ და მისი ცოლი – ქვრივად. იხეტიალონ მისმა შვილებმა, და იმათხოვრონ; ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან. მოვალემ მიითვისოს ყოველივე, რაც მას გააჩნია და უცხოებმა დაიტაცონ მისი ნაჯაფი. ნუ ეყოლება სიკეთის მქმნელი და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს. მოისპოს მისი შთამომავალობა და მომდევნო თაობაშივე წაიშალოს მისი სახელი. გაუხსენდეს მისი მამების ბრალი უფლის წინაშე და დედამისის ცოდვა ნუ წაიშლება. მუდმივად ღვთის თვალწინ იყოს მათი ცოდვები, რათა მოსპოს მათი სახსენებელი ამ ქვეყნიდან. რადგან არ გახსენებია წყალობის ქმნა, სდევნიდა მოსაკლავად ჩაგრულს, ღატაკსა და გულშემუსვრილს. უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე მიუვიდა ის; არ ისურვა კურთხევა, ამიტომ განშორდა მას. სამოსელივით შეიმოსა წყევლა, წყალივით შევიდა მის შინაგანში და ზეთივით – მის ძვლებში. სამოსელივით ეცვას და სარტყელივით მუდმივად ჰქონდეს შემორტყმული.20ასეთია უფლის მისაგებელი ჩემს მოძულეთა და ჩემზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ,

ესაია 59:2
არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!

ფსალმუნები 65:18
სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.

იგავნი 15:29
შორსაა უკეთურთაგან უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.