Homeბიბლიაახალი აღთქმა

ებრაელთა 7

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი ებრაელთა მიმართ
მღვდლობა მელქიცედეკის წესით

71 ვინაიდან ეს მელქიცედეკი, შალემის მეფე, მაღალი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი. იგი, რომელსაც აბრაამმა მეათედი უწილადა ყველაფრისაგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს: სიმართლის მეფეს, შემდეგ: შალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ.
შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმა უწილადა მეათედი ნადავლიდან. მათ, ვინც ლევიანთაგან მიიღებენ მღვდლობას, რჯულით მცნებადა აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. მან კი ვინც მათი გვარიდან არ არის, მიიღო მეათედი აბრაამისაგან და აკურთხა აღთქმის მქონე. ხოლო ყოველგვარი ცილობს გარეშე, უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება. აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისაც მოწმობა აქვს, რომ ცოცხალია. და ასე ვთქვათ, თვით ლევიმ, რომელიც მეათედს ღებულობს, აბრაამის სახით გაიღო მეათედი. 10 ვინაიდან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქიცედეკი შეეგაბა.
11 ჰოდა, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), მაშ, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქიცედეკის წესით და სახელდება არა აარონის წესით? 12 რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად საჭიროა რჯულის შეცვლაც. 13 ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. 14 ვინაიდან ცხადია, რომ ჩვენი უფალი აღმობრწყინდა იუდასაგან, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. 15 და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქიცედეკის მსგავსად დგება სხვა მღვდელი, 16 რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. 17 ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით“. 18 ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უძლურებისა და უსარგებლობის გამო, 19 ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20 და ეს არ მომხადარა ფიცის გარეშე, 21 ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი – ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით’“. 22 ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდებიც იესო გახდა. 23 მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, 24 მას კი, უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს. 25 ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ.
26 ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვლითაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, 27 რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. ვინაიდან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როცა თავი შესწირა. 28 ვინაიდან რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდგომ დააყენა ძე უკუნისამდე სრულქმნილი.

თავი მეექვსე                                                                                                                                            თავი მერვე

COMMENTS