ადამიანის ცხოვრება ბიბლიური ციტატები

დაბადება 2:7
გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

საქმეები 3:15
სიცოცხლის წინამძღვარი კი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.

საქმეები 17:25
არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს; იგი თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.

1 მეფეთა 2:6
უფალი კლავს და აცოცხლებს, საფლავში ჩაჰყავს და ამოჰყავს.

ფსალმუნები 138:13
შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე.

დანიელ 5:23
პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.

საქმეები 17:28
რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!

ფსალმუნები 38:4
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.

დაბადება 27:2
უთხრა: „მოვხუცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები;

მათეს 10:31
ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

ფსალმუნები 138:14
გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა.

მათეს 16:26
რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?

ლუკას 9:25
რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?

მეორე რჯული 30:16
რომელთაც იმისთვის გამცნებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, წესები და სამართალი; და იცოცხლებ, გამრავლდები და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

ფსალმუნები 22:6
ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.

იერემია 10:23
ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ხელთ არ არის მისი გზა, რომ მოარული კაცი ვერ განსაზღვრავს თავის ნაბიჯებს.

მიქა 6:8
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.

მათეს 10:39
ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.

ფილიპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.

ფსამუნები 89:10
ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.

2 კორინთელთა 5:1
რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.

ფსალმუნები 48:12
მაგრამ ვერ დამკვიდრდებიან პატივში, რადგან პირუტყვივით არიან, რომელიც იღუპება.

ესაია 38:12
მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.

1 ნეშტთა 29:15
რადგან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად! აჩრდილივით არის ჩვენი დღეები ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.

იობი 14:1
„ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.

იაკობი 4:14
თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

იობი 8:9
რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები დედამიწაზე.

იობი 9:25
ჩემი დღენი მალემსრბოლზე უსწრაფესია, მიჰქრიან და სიკეთეს ვერ ხედავენ.

იობი 14:2
ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.

ფსალმუნები 88:47
გაიხსენე, რა ხანმოკლეა ჩემი სიცოცხლე, რა ამაოებისთვის შეჰქმენი ყოველი ძე კაცისა?

ფსალმუნები 89:12
გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.

ფსალმუნები 101:11
ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მეც ვხმები ბალახივით.

ფსალმუნები 143:4
ადამიანი ამოსუნთქვასავითაა, ჩრდილივით წარმავალია მისი დღეები.

რომაელთა 5:12
ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა,

დაბადება 2:17
ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.

1 კორინთელთა 15:22
რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.

დაბადება 9:29
და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.

იგავნი 3:16
დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში – სიმდიდრე და პატივი.

გამოსვლა 20:12
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.