დაბადება 40:23
და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.
რიცხვნი 16:12-14
და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მათ კი თქვეს: „არ მოვალთ! ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე? არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”
მსაჯული 8:35
არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
მსაჯული 9:16-18
განა ჭეშმარიტად და წრფელად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? ნუთუ ამით კეთილი მიაგეთ იერუბაყალსა და მის სახლეულს? დამსახურებისამებრ მოექეცით მას? თქვენთვის იბრძოდა მამაჩემი, საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს და გიხსნათ მიდიანელთაგან; თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
1 მეფეთა 25:20
და თქვა დავითმა: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.
2 ნეშტთა 24:22
არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
ფსალმუნები 34:12
სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
დაბადება 44:4
ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’
ფსალმუნები 108:4-5
ჩემი სიყვარულის წილ ბრალს მდებენ, მე კი ვლოცულობ. კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ – სიძულვილი.
იგავნი 17:13
ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
დაბადება 3:2-3
უპასუხა ქალმა: „ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა. მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა – არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
2 ტიმოთეს 3:2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
გამოსვლა 16:3
უთხრეს ისრაელის შვილებმა: „ნეტავ მომკვდარიყავით უფლის ხელით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით! თქვენ გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტოთ მთელი კრებული”.
გამოსვლა 17:7
და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“
ებრაელთა 3:7-9
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
ფსალმუნები 94:7-9
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში, როცა მცდიდნენ თქვენი მამები; გამომცადეს, თუმცა იხილეს ჩემი საქმენი.
მეორე რჯული 32:5-6
გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა. ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!
1 მეფეთა 8:7-8
უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ! ასე იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, დღემდე, მივიწყებდნენ და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ, შენც ასევე გექცევიან.
ნეემია 9:26
მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
ესაია 1:3
ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
ოსია 4:12
ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.
ოსია 9:1
ნუ ხარობ, ისრაელო, სხვა ერებივით ნუ ილხენ, რადგან მრუშობ შენი ღმერთისგან განმდგარი; შეიყვარე საფასური სიძვისა ხორბლის ყველა კალოზე.
ლუკას 17:14-18
დაინახა და უთხრა: „წადით და მღვდლებს ეჩვენეთ”. როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. ერთი მათგანი, როცა ნახა რომ განიკურნა, მობრუნდა და მაღალი ხმით განადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო იესოს ფერხთით და ჰმადლობდა მას. ის კაცი სამარიელი იყო. მაშინ თქვა იესომ: “ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად გარდა ამ უცხოტომელისა?”
მსგავსი თემები:
უმადურობის მაგალითები ღვთისადმი უმადურობა უმადურობის გამოვლენა