ფსალმუნები 33:12
ვინ არის კაცი, რომელსაც სიცოცხლე სურს და უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
დაბადება 31:30
ახლა მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ჩემი ღმერთები რაღად მოიპარე?”
ლუკას 22:15
უთხრა მათ: „დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
რომაელთა 15:23
ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
1 თესალონიკელთა 2:17
ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტად ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას დიდი წადილით.
რომაელთა 1:11
ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გაგიზიაროთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,
2 ტიმოთეს 1:4
ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, მენატრება შენი ნახვა, რათა აღვივსო სიხარულით.
1 თესალონიკელთა 3:6
ახლა კი, როცა ტიმოთე დაგვიბრუნდა და თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი გვახარა, რომ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი;
ლუკას 23:8
დაინახა რა იესო, ჰეროდეს ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა; ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს მაჩვენებსო.
რომაელთა 1:15
ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.
რომაელთა 7:19
ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
რომაელთა 15:20
თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
1 კორინთელთა 14:5
მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი – რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია.
2 კორინთელთა 5:2
ამიტომაც ვოხრავთ, და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,
2 კორინთელთა 7:7
და არა მხოლოდ მისი მოსვლით, არამედ იმ ნუგეშითაც, რომლითაც ნუგეშცემულ იქნა თქვენში, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე, თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართ და, ამრიგად, უფრო მეტად გავიხარე.
2 კორინთელთა 8:10
ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.
2 კორინთელთა 8:11
ახლა კი საქმე დაასრულეთ, რათა, რისი გაკეთებაც ხალისით გეწადათ, შეასრულოთ კიდეც, თქვენი შესაძლებლობისამებრ.
2 ტიმოთეს 3:12
და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.
მათეს 27:17
თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
მათეს 20:21
მან ჰკითხა: „რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: „ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
მათეს 20:32
იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
მარკოზის 10:36
ჰკითხა: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
მარკოზის 10:51
იესომ ჰკითხა მას: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: „რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
მათეს 15:28
მაშინ მიუგო იესომ პასუხად: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
ესთერი 2:13
ამის შემდეგ შედიოდა ყმაწვილქალი მეფესთან და რაც არ უნდა მოეთხოვა ქალთა სახლიდან მეფის სახლში მიმავალს, გაატანდნენ ხოლმე.
რომაელთა 10:1
ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
გამოსვლა 25:2
„უთხარი ისრაელის შვილებს, რომ ამიკრიფონ შესაწირი; ყოველმა, ვისაც გული ეტყვის, ამიგროვოს შესაწირი.