სულიწმინდის სახელწოდებები ბიბლიური ციტატები

იობი 33:4
ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.

ეზეკილი 37:9
მითხრა: „უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო და შთაბერე ამ დახოცილებს, რომ გაცოცხლდნენ”.

იოანეს 14:16-17
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

ებრაელთა 9:14
მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.

ფსალმუნები 50:11-12
ნუ უკუმაგდებ შენგან და შენს წმიდა სულს ნუ წამართმევ. შენი ხსნის სიხარული დამიბრუნე და შენი დიდებული სულით გამამაგრე.

საქმეები 5:3-4
პეტრემ უთხრა: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან? განა, გაყიდვამდე შენი არ იყო და გაყიდულიც ხელთ არ გქონდა? რაღატომ ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ადამიანებს კი არა, ღმერთს ეცრუე!”

ნეემია 9:20
შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი – მათი მწყურვალებისას.

ლუკას 11:33
ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა იცით თქვენი შვილებისთვის კეთილ მისაცემთა მიცემა, მითუმეტეს ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს”.

მათეს 4:1
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.

ესაია 61:1
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.

ესაია 11:2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.

დაბადება 1:2
მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.

1 კორინთელთა 2:11
რადგან, ადამიანთაგან ვინ იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღმერთისა არავინ არაფერი იცის, არამედ მხოლოდ თვით ღმერთის სულმა.

მათეს 10:20
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.

1 პეტრეს 1:11
იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.

გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!”

ესაია 4:4
როცა ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ და სისხლს ჩამოჰბანს იერუსალიმის წიაღს განკითხვის სულითა და მწველი სულით,

1 პეტრეს 4:14
თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.

ზაქარია 12:10
და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

ებრაელთა 10:29
როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?

რომაელთა 1:4
სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ – იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,

ესაია 28:7
ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.

რომაელთა 8:2
რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.

გამოცხადება 11:11
სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისგან, და ფეხზე წამოდგნენ; დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.

გამოცხადება 19:10
და დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: “ამას ნუ იზამ; თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. ღმერთს ეცი თაყვანი, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია”.

იოანეს 14:17
ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.

ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,

გამოცხადება 1:4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;

ესაია 6:8
და მოვისმინე უფლის ხმა, რომელიც ამბობდა:„ვინ წარვგზავნო და ვინ გაგვეგზავნება?” ვთქვი: „აქ ვარ, მე წარმგზავნე!”


მსგავსი თემები:

სულიწმინდა       სულიწმინდით მონათვლა       სულიწმინდისგან სწავლა       სულიწმინდის გმობა
სულიწმინდის მყოფობა       სულიწმინდის შთაგონება       სულიწმინდის შთაგონების მიზანი
სულიწმინდის შეურაცხყოფა