საქმეები 1:16
„კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ,
საქმეები 28:25-26
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით:
ამოსი 3:7
რადგან, არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, ვიდრე არ გაუმხელს თავის საიდუმლოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.
1 კორინთელთა 2:10
ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც.
მიქა 3:8
მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა.
საქმეები 1:8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
ეზეკიელი 3:24-27
შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა; მელაპარაკა; მითხრა: „წადი და ჩაიკეტე შენს სახლში, ძეო კაცისავ! აჰა, გაგთოკავენ და ისე შეგკრავენ, რომ ვეღარ გახვიდე მათ შორის. სასას მივაკრავ შენს ენას და დამუნჯდები, აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. როცა დაგელაპარაკები, პირს გაგიხსნი და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. მსმენელმა მოისმინოს, ხოლო ვისაც არ სურს მოსმენა, ნუ მოისმენს, რადგან მეამბოხენი არიან ისინი!”
საქმეები 11:12
მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და მივედით იმ კაცის სახლში.
საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.
საქმეები 16:6
კი გაიარეს ფრიგია და გალატიის ქვეყანა, მაგრამ სულიწმიდამ აუკრძალა სიტყვის ქადაგება აზიაში.
4 მეფეთა 17:13
აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
ნეემია 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
იოანეს 16:8-11
და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს; სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ; სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.