იაკობის 1:2-3
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.
რომაელთა 12:12
იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – ურყევნი.
ფილიპელთა 4:4
მარადის იხარეთ უფალში და კიდევ ვიტყვი: იხარეთ!
1 პეტრეს 1:8-9
ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით,
გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
იოანეს 16:24
აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.
2 კორინთელთა 7:4
დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღვსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
რომაელთა 14:17
ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
იგავნი 10:28
მართალთა სასოება სიხარულია, უკეთურთა იმედი კი დაიღუპება.
ფსალმუნები 15:9-10
ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა სულმა; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად. რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
2 იოანეს 1:12
ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული.
ლუკას 15:7
თქვენ გეუბნებით, რომ ასევე მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ.
ნეემია 8:10
და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ცხიმიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისთვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.”
ესაია 12:6
იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
ფილიმონის 1:7
ვინაიდან დიდი სიხარული და ნუგეში მოგვანიჭა შენმა სიყვარულმა, ძმაო, რადგანაც შენ გაამხნევე წმიდათა გული.
იოანეს 16:22
თქვენც დამწუხრებულნი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.
1 თესალონიკელთა 5:16
მუდამ ხარობდეთ;
2 კორინთელთა 8:2
ვინაიდან, მიუხედავდ დიდი შევიწროებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.
1 პეტრეს 4:13
არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას.
კოლოსელთა 1:11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით.
ფსალმუნები 4:7
შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
1 იოანეს 1:4
ამას გწერთ, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული.
იგავნი 15:13
მხიარული გული სახეს ახალისებს, გულის დარდისას სული შემუსრვილია.
იგავნი 17:22
მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე – მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს – მხიარულება.
ებრაელთა 12:2
შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
1 თესალონიკელთა 1:6
თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მობაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
2 კორინთელთა 1:24
არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.
ფსალმუნები 32:12
რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
იუდას 1:24-25
ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე, ერთადერთ ბრძენს – ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.
ებრაელთა 10:34
ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე.
ლუკას 2:10-11
და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება: ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
მათეს 25:21
უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
ესაია 61:10
სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით.
ესაია 29:19
წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, და ღატაკი ხალხი ისრაელის წმიდაში გაიხარებს.
ეკლესიასტე 2:26
რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, მისცა მან სიბრძნე, ცოდნა და სიხარული. და მისცა მას საზრუნავი – შეკრიბოს და მოაგროვოს, რომ მისცეს კეთილს უფლის წინაშე. ესეც ამაოება და ქარის დევნაა.
ფსალმუნები 103:34
ეამოს მას ჩემი გალობა! მე გავიხარებ უფალში.
ფსალმუნები 99:2
ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
ფსალმუნები 70:23
იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
ფსალმუნები 63:10
გაიხარებს მართალი უფალში და მიენდობა მას, და დაიქადებენ გულმართლები.
ფსალმუნები 18:8
მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულისა შენი სახის წინაშე, ნეტარება შენი მარჯვენით – უკუნისამდე.
ფილიპელთა 1:4
მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის,