HomeUncategorized

2 იოანეს 1

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის მეორე წერილი
მისალმება

11 უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც კი შეუცვნია ჭეშმარიტება, 2 ჭეშმარიტებისათვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან. იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და მამის ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებითა და სიყვარულით.

ჭეშმარიტება და სიყვარული


ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებში ჭეშმარიტებით მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება. ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, არა როგორც ახალ მცნებას გწერდე, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული კი ისაა, რომ ვიქცეოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან, რათა მისამებრ ვიდოდეთ. რადგან სოფელში შემოვიდა მრავალი მაცდური, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ესენი არიან მაცდურნი და ანტიქრისტენი. თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური. ყველას, ვინც განზე მიდის და არ მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს მამაც ჰყავს და ძეც. 10 თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მოიკითხავთ მას. 11 რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.

ბოლო მოკითხვები


12 
ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით. რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. 13 მოგიკითხავენ შენი დისწულები რჩეულნი. ამინ.

 

COMMENTS