პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ
ბოლო შეგონებები და მოკითხვები
12 გთხოვთ, ძმებო, სცანით თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. 13 უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი მათი საქმის გამო. იყავით მშვიდობიანად ერთმანეთში. 14 და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ. 15 თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.
16 მუდამ ხარობდეთ; 17 ილოცეთ განუწყვეტლივ; 18 მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში; 19 სულს ნუ ჩააქრობთ; 20 წინასწარმეტყველებას ნუ გააბიაბურებთ; 21 ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ; 22 ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
23 თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის. 24 სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც.
25 ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
26 მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით. 27 გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას.
28 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.
თავი მეოთხე პავლე მოციქულის მეორე წერილი თესალონიკელთა მიმართ