საერთო აღორძინება ბიბლიური ციტატები

მსაჯულნი 2:10-19
მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.  ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ.  და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს.  მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.  აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.  და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.  და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.  მაგრამ მსაჯულებისაც არ შეისმინეს, მრუშობდნენ სხვა ღმერთების კვალდაკვალ და ეთაყვანებოდნენ მათ; მალევე უხვევდნენ იმ გზიდან, რომელზეც უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები დადიოდნენ. ესენი მათსავით არ იქცეოდნენ.  როცა უფალმა მსაჯულები დაადგინა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, მათი გმინვის გამო, მჩაგვრელები და შემავიწროებლები რომ ტანჯავდნენ;  მაგრამ მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე მეტად იხრწნებოდნენ, სხვა ღმერთების კვალს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ეთაყვანებოდნენ მათ; არ მიატოვეს თავიანთი ბოროტი საქმეები და სიჯიუტე.

ფსალმუნები 79:14-15
ცაბაოთ ღმერთო, მობრუნდი! გადმოგვხედე ზეციდან, იხილე და მოხედე ამ ვაზს.  გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, ყლორტი, შენთვის რომ განამტკიცე.

ფსალმუნები 84:4-7
აგვაღორძინე ღმერთო, ჩვენო მხსნელო და ნუღარ გაგვირისხდები.  ნუთუ სამუდამოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს რისხვას ჩვენზე?  ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენში გაიხაროს შენმა ხალხმა?  გვიჩვენე უფალო, შენი სიკეთე და შენმიერი ხსნა გვიწყალობე.

იერემია 31:18
ნამდვილად გავიგონე ეფრემის წუხილი: „შენ დამსაჯე და დასჯილი ვარ, როგორც მოურჯულებელი მოზვერი; დამაბრუნე და დავბრუნდები, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.

გოდება 5:21
შენკენ მოგვაბრუნე, უფალო, და მოვბრუნდებით! განგვიახლე დღეები, როგორც უწინ,

აბაკუმი 3:2
უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.

2 ნეშტთა 30:6
მოიარეს წარგზავნილებმა მთელი ისრაელი და იუდა მეფისა და მისი მთავრების დადგენილებით და აცხადებდნენ მეფის ბრძანებისამებრ: „ისრაელის ძენო! დაუბრუნდით უფალს, აბრაჰამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთს და ისიც დაგიბრუნდებათ თქვენ, აშურის მეფეთა ხელიდან გადარჩენილებს!

ესაია 30:1-3
„ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.  ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს. მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება – დამცირებად.

იერემია 3:22
მობრუნდით, განდგომილო ძენო, მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას. აჰა, აქ ვართ, მოვედით შენთან, რადგან შენა ხარ უფალი, ღმერთი ჩვენი.

გოდება 3:40
გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.

ოსია 12:6
შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.

ზაქარია 1:3
მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ – ამბობს ცაბაოთ უფალი.

მალაქია 3:7
თქვენი მამების დღეებიდანვე განუდექით ჩემს წესდებებს და არ იცავთ მათ. მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ! – ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი კითხულობთ: როგორ მოვიქცეთო?

გამოცხადება 2:5
ამიტომ გაიხსენე, სად დაეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თორემ, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სალამპრეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

გამოცხადება 3:2-3
გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.  გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.

მეორე რჯული 4:29
მაგრამ, როცა ძებნას დაუწყებთ იქ უფალს, თქვენს ღმერთს, ჰპოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.

იერემია 24:7
გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ”.

ესაია 59:20
და მოვა გამომსყიდველი სიონში და იაკობში; მათთან, ვინც უკუიქცა დანაშაულისგან! – ამბობს უფალი.

მსაჯულნი 10:9-16
გადალახეს ყამონის ძეებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.  შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და უთხრეს: „შევცოდეთ შენს წინააღმდეგ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!”  უთხრა უფალმა ისრაელიანებს: „ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორელთაგან, ყამონელთაგან და ფილისტიმელთაგან.  ციდონელები, ყამალეკი და მაყონი გავიწროებდნენ; როცა კი შემომღაღადეთ, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?  თქვენ კი მიმატოვეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს. ამიტომაც აღარ გიხსნით.  წადით და შეჰღაღადეთ იმ ღმერთებს, რომლებიც აირჩიეთ. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!” უთხრეს ისრაელის ძეებმა უფალს: „შევცოდეთ; რაც გინდა გვიყავი, ოღონდ დღეს გვიხსენი”. განიშორეს უცხო ღმერთები თავისი წიაღიდან და შეუდგნენ უფლის მსახურებას; და ვეღარ აიტანა უფალმა ისრაელის ტანჯვა.

ეზრა 10:1
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.

ნეემია 1:9
ხოლო თუ მომიბრუნდებით, დაიცავთ ჩემს მცნებებს და აღასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომ იყოთ გაბნეულნი, იქიდან მოგაგროვებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო!

ეზეკიელი 18:30-32
ამიტომ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი, მოინანიეთ, ყველამ ზურგი აქციოს თავის დანაშაულს და არ გექნებათ უმართლობა დაბრკოლებად.  განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო?  ვინაიდან არ მახარებს სიკვდილი მომაკვდავისა, ამბობს უფალი ღმერთი, მობრუნდით და იცოცხლებთ!

ოსია 6:2
ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.

ფსალმუნები 79:3
ღმერთო, დაგვაბრუნე, დაე გაბრწინდეს სახე შენი და გადავრჩებით.

ეზეკიელი 11:19
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.

ზაქარია 10:6
გავამაგრებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს! მოვაქცევ მათ, რადგან შევიწყნარე ისინი და იქნებიან ისე, თითქოს არც მიმიტოვებია, რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი და შევისმენ მათ ხმას.