გოდება იერემიასი 5

აგვისტო 21, 2015
ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი
51 გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, შეხედე და იხილე ჩვენი შერცხვენა. 2 ჩვენი სამკვიდრებელი უცხოებს ერგოთ, ჩვენი სახლები – გადამთიელებს. 3 დავობლდით, აღარ გვყავს მამა, ჩვენი დედები ქვრივებივით არიან. 4 ჩვენი წყაროებიდან ვერცხლადა ვსვამთ, ჩვენი ხეებიც სასყიდლით გვხვდება. 5 კისერში კვრით გვდევნიან; დავიქანცეთ, არ გვასვენებენ. 6 ეგვიპტეს გავუწვდინეთ ხელი, აშურს – პურით გასაძღომად. 7 ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ უკეთურებათა გამო ვიტანჯებით. 8 მონები ბატონობენ ჩვენზე, არავინ არის, რომ დაგვიხსნას მათი ხელიდან. 9 სულის გაწირვით საფასურად ვშოულობთ ჩვენს პურს, უდაბნოს მახვილის გამო. 10 ღუმელივითაა გავარვარებული ჩვენი კანი შიმშილის ხვატით. 11 გააუპატიურეს ქალები სიონში და ქალწულნი – იუდას ქალაქებში. 12 მთავრებს მათი ხელებით ჰკიდებდნენ, უხუცესებს არ სცემდნენ პატივს. 13 ჭაბუკნი დოლაბს ეზიდებოდნენ და ყმაწვილნი ხის ტვირთ ქვეშ ეცემოდნენ. 14 უხუცესნი აიყარნენ კარიბჭეთაგან, შეწყვიტეს ჭაბუკებმა თავიანთი სიმღერა. 15 შეწყდა მხიარულება ჩვენი გულისა, გლოვად იქცა ჩვენი ფერხული. 16 დაცვივდა გვირგვინები ჩვენი თავებიდან, ვაი ჩვენ, შევცოდეთ! 17 ამის გამო წუხდა ჩვენი გული, ამის გამო დაგვიბნელდა თვალები, 18 რომ აოხრდა სიონის მთა, მელიები დადიან მასზე. 19 შენ, უფალო, საუკუნოდ მყოფობ, შენი ტახტი იდგმება თაობიდან თაობამდე. 20 რატომ დაგვივიწყე სამარადისოდ, დაგვტოვე ასე დიდხანს? 21 მოგვაბრუნე, უფალო, შენსკენ და ჩვენც მოვბრუნდებით! განაახლე ჩვენი დღეები, როგორც უწინ, 22 ნუთუ საბოლოოდ მოგვიძულე და მეტისმეტად მრისხანებ ჩვენზე?
თავი მეოთხე                                                                                                                                              ეზეკიელი

კომენტარის დატოვება

Close
Close