ძველი აღთქმა
ეზრა
101 და როცა ლოცულობდა ეზრა და აღსარებას ამბობდა მტირალი და ღვთის სახლის წინ განრთხმული, თავი მოიყარა მის გარშემო ისრაელიდან დიდძალმა კრებულმა – კაცებმა, ქალებმა და ბალღებმა – რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც. 2 და მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან, და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და მოვიყვანეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; და ახლა არის იმედი ისრაელისათვის მიუხედავად ამისა. 3 და ახლა აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონისა და ჩვენი ღვთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით; რჯულისამებრ იყოს. 4 ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ. გამხნევდი და იმოქმედე!” 5 და ადგა ეზრა და დააფიცა მღვდლების, ლევიანებისა და მთელი ისრაელის უფროსები, რომ ასე მოიქცეოდნენ. და მათაც დაიფიცეს. 6 და ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის, ოთახისაკენ. იქ კი მივიდა, მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გადანასახლები ხალხის ურჯულოების გამო გლოვობდა. 7 და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რათა იერუსალიმში მოეყარათ თავი. 8 და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით ჩამოერთმეოდა მთელი ქონება და მოკვეთილი იქნებოდა გადანასახლებთა კრებულიდან. 9 და სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცმა; და ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბისა და თავსხმა წვიმის გამო. 10 და ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „თქვენ ღალატი ჩაიდინეთ და უცხო ცოლები მოიყვანეთ, რომ გაამრავლოთ ისრაელის დანაშაული. 11 და ახლა აღსარება უთხარით უფალს, თქვენი მამების ღმერთს და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!” 12 და მიუგო მთელმა კრებულმა და უთხრა დიდი ხმით: „ასე, შენი სიტყვისამებრ მოვიქცევით! 13 მაგრამ ბევრია ხალხი და წვიმიანობის დროა. არ შეგვიძლია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი ან ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ჩვენ ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში. 14 დადგნენ ჩვენი მთავრები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენ ქალაქში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე აგვაცილებენ ჩვენი ღვთის რისხვას ამ ამბის გამო.” 15 მხოლოდ იონათანი, ძე ყასაელისა და იახზეია, თიკვას ძე, გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და შაბეთაი, ლევიანი, უჭერდნენ მათ მხარს. 16 მაგრამ გადანასახლები ხალხი ასე მოიქცა. და ეზრა მღვდელმა გამოარჩია კაცები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, ყველანი სახელდებით იყვნენ ხმობილნი. და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად. 17 და მორჩნენ პირველი თვის პირველი დღისათვის ყველა იმ მამაკაცის საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ. 18 და მღვდლების შთამომავლებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ მოყვანილი აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძის ვაჟები და მისი ძმები: მაყასეია, ელიეზერი, იარიბი და გედალია. 19 და მათ ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ თავიანთ ცოლებს, და დამნაშავეებმა შესწირეს ვერძი ფარიდან თავიანთი დანაშაულის გამო. 20 და იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია; 21 და ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია; 22 და ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა; 23 და ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელიეზერი. 24 და მგალობელთაგან: ელიაშიბი. და კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური. 25 და ისრაელიდან: ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია; 26 ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია; 27 ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბადი, ყაზიზა; 28 ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი; 29 ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერამოთი; 30 და ფახათ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მენაშე; 31 ხარიმის ძეთაგან: ელიეზერი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი; 32 ბენიამინი, მალუქი, შემარია; 33 ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე, შიმყი; 34 ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი, 35 ბენაია, ბედეია, ქელუჰუ, 36 ვანია, მერემოთი, ელიაშიბი, 37 მათანია, მათენაი და იაყასაი; 38 ბანი, ბინუი შიმყი, 39 შელემია, ნათანი, ყადაია, 40 მაქნადბაი, შაშაი, შარაი, 41 ყაზარელი, შელემიაჰუ, შემარია, 42 შალუმი, ამარია, იოსები, 43 ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია. 44 ყველას უცხოელი ცოლები ჰყავდათ მოყვანილი; ზოგიერთებს მათგან ვაჟებიც შესძენოდათ.
თავი მეცხრე ნეემია