მეტაფორები ბიბლიური ციტატები

ესიაა 64:8
ახლა კი, უფალო, მამა ხარ ჩვენი, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი მექოთნე; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ყველანი.

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

ფსალმუნები 61:2
მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე – დიდად არ წავბორძიკდები.

ფსალმუნეი 77:35
იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე, და უზენაესი ღმერთია მათი მხსნელი.

ფსალმუნები 22:1

უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება.

ფსალმუნები 27:9
იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი სამკვიდრებელი; იყავი მათი მწყემსი და საუკუნოდ უწინამძღვრე მათ.

ფსალმუნები 79:1
მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, როგორც ცხვარს. ქერუბებზე ამხედრებულო, გაბრწყინდი.

ეზეკიელი 34:11-16
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას. როგორც მწყემსი ეძებს თავის ფარას, როცა თავის გაფანტულ ცხვარშია, ისე მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და ვიხსნი ყველა ადგილიდან, სადაც ღრუბლიან და ბურუსიან დღეს გაიფანტნენ. გამოვიყვან მათ სხვადასხვა ხალხიდან, შევაგროვებ ქვეყნებიდან და მოვიყვან თავიანთ მიწაზე; დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებსა და ხევებში და ქვეყნის ყველა სამკვიდრებელში. პოხიერ საძოვარზე ვაძოვებ, ისრაელის მაღალ მთებში ექნებათ ფარეხები. იქ განისვენებენ შვებით და ისრაელის მთათა ნოყიერ საძოვრებზე იბალახებენ. თვითონ ვაძოვებ ჩემს ცხვარს და მოვასვენებ!” – ამბობს უფალი ღმერთი. „დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!

იოანეს 6:35-51
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება. მაგრამ ხომ გითხარით, კიდეც მიხილავთ, მაგრამ არ მირწმუნებთ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა; ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ის არის, რომ რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს”. დრტვინავდნენ იუდევლები მის გამო, რადგან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული”. ამბობდნენ: „ეს ხომ იესოა, იოსების ძე, ხომ ვიცნობთ მის მამას და მის დედას? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?” უთხრა მათ იესომ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთში. არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა მანნა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს. მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.

იოანეს 10:11
მე ვარ მწყემსი კეთილი. კეთილი მწყემსი თავის სიცოცხლეს დებს ცხვრისთვის.

იოანეს 8:12
კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: „მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.

იოანეს 9:5
სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.

იოანეს 14:16
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.

დაბადება 2:7
გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.

იობი 8:32
მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;

იობი 33:4
ღმერთის სულმა შემქმნა და ყოვლისშემძლის სუნთქვა მასულდგმულებს.

იოანეს 3:8
ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

გამოცხადება 19:7
გავიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი, და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.

გამოცხადება 21:2-9
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო. და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”. და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: „დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”. და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”. და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.

გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.


მსგავსი თემები:

ღვთის ცოდნის გავლენა       ადამიანის შექმნა       პირველნაყოფები მეტაფორულად       სვეტები მეტაფორულად        დარგვა მეტაფორულად       ხვნა მეტაფორულად       წყარო მეტაფორულად       ხეები მეტაფორულად        ღვინო მეტაფორულად

Close
Close