1 მეფეთა 2:8
მტვრიდან აღადგენს გლახაკს, სანაგვედან წამოაყენებს მათხოვარს, რათა დასვას დიდებულთა გვერდით; და დიდების ტახტი დაუმკვიდროს მას, რადგან უფლისგანაა დედამიწის საძირკველნი, და მათზე დააფუძნა სამყარო.
იობი 9:6
არყევს დედამიწას თავის ადგილზე და ტორტმანებენ მისი სვეტები.
იობის 26:11
ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე;
ფსალმუნები 74:2-3
შენ თქვი: როცა დადგება დათქმული დრო, გავასამართლებ სამართლიანად. როცა ირყევა დედამიწა ყველა მისი მცხოვრებით, მე ვამაგრებ მის სვეტებს.
ესაია 19:10
ეგვიპტის სვეტები დაიმსხვრევა და დაქირავებულ მუშებს სული დაუმწუხრდებათ.
იგავნი 9:1
სიბრძნემ სახლი აიშენა თავისთვის და გამოკვეთა მისი შვიდი სვეტი,
1 ტიმოთეს 3:15
მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
გამოცხადება 3:12
გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
ფსალმუნები 143:12
დაე, ნერგებივით იზრდებოდნენ ჩვენი ძენი სიყმაწვილიდანვე; და იყვნენ ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის მშვენივრად თლილი სვეტები.
იერემია 1:18
აჰა, მე გაქციე დღეს გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელ ამ ქვეყანაზე – იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი ღვთისმსახურებისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ.
ეზეკიელი 26:11
მისი ცხენების ფლოქვები გათელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით მოისრება და შენი ძლევამოსილების სვეტები მიწაზე დაემხობა.
გალატელთა 2:9
და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.
მსგავსი თემები:
მეტაფორები პირველნაყოფები მეტაფორულად დარგვა მეტაფორულად ხვნა მეტაფორულად წყარო მეტაფორულად ხეები მეტაფორულად ღვინო მეტაფორულად