ღვთის ცოდნის გავლენა ბიბლიის მუხლები

კოლასელთა 1:8
მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული, რომელიც სულის ნაყოფია.

იოანეს 17:3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.

გალატელთა 4:8-9
თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან. ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?

ეფესელთა 1:17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,

ეფესელთა 3:19
და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.

კოლასელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

იგავნი 2:1-6
შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ და ჩემს მცნებებს გულში დაიუნჯებ, სიბრძნეს ყურს მიაპყრობ და გონიერებისკენ მიმართავ გულს, თუ საზრიანობას მოუხმობ და გონიერებისთვის აიმაღლებ ხმას, თუ ვერცხლივით მოიძიებ მას და დაფარული განძივით დაუწყებ ძებნას, მაშინ ჩაწვდები უფლის მოშიშებას და ღვთის შემეცნებას მოიპოვებ.6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისი ბაგიდან გამოდის ცოდნა და გონიერება.

2 კორინთელთა 10:5
მისით ვამხობთ ზრახვებსა და ყოველგვარ სიმაღლეს, რაც კი აღმართულია ღვთის შემეცნების წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.

რომაელთა 16:26
ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას

კოლასელთა 1:10
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

1 იოანეს 3:10
ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.

1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

დანიელი 11:32
თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.

ფსალმუნები 137:3
რა დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, გამამხნევე და სული განმიმტკიცე.

იგავნი 28:1
ბოროტი მაშინაც გარბის, როცა არავინ მისდევს, მართალი კი ლომივით გაბედულია.

2 კორინთელთა 3:12
ამიტომ, რაკი ასეთი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ.

1 პეტრეს 1:13
ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

2 მეფეთა 7:14
მამა ვიქნები მისთვის, ის კი ძე იქნება ჩემთვის. როდესაც დააშავებს, დავსჯი კაცთა კვერთხით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.

1 ნეშტთა 17:13
ვიქნები მისთვის მამა, ის კი ძე იქნება ჩემთვის. წყალობასა და სიკეთეს არ წავართმევ, როგორც წავართვი შენს წინამორბედს.

1 იონეს 3:1
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რომ მის შვილებად ვიწოდებით. ქვეყნიერება იმიტომ არ გვიცნობს, რომ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო იგი.

ებრაელთა 12:6
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს“.

ფსალმუნები 2:7
გაუწყებთ უფლის დადგენილებას – მან მითხრა: „ძე ხარ შენ ჩემი, მე გშობე დღეს;

ფსალმუნები 67:5
ობოლთა მამაა და ქვრივთა მსაჯული – ღმერთი, თავის წმიდა სამყოფელში,

ოსია 11:1
შევიყვარე ისრაელი, როცა ყრმა იყო და ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.

მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები“.

1 კორინთელთა 1:3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.

ესაია 62:5
როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ასე იქორწინებენ შენზე შენი ძენი, და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთი.

იერემია 3:14
მობრუნდით, განდგომილო ძეებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი ბატონი, ქალაქიდან თითოს აგიყვანთ, ორს – გვარიდან და მოგიყვანთ სიონში.

იერემია 2:2
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.

იერემია 3:20
მართლაც, როგორც ცოლი ღალატობს ქმარს, ისე მიღალატე, ისრაელის სახლო! ამბობს უფალი.

ლუკას 12:31
მაშ, ეძიეთ ღმერთის სამეფო და ყოველივე ეს შეგემატებათ.