ფსალმუნები 59:1-3
ღმერთო, მიგვატოვე და გაგვაპარტახე, გაგვირისხდი და კვლავ აღგვადგინე. შეაზანზარე და გააპე მიწა; განკურნე მისი ჭრილობები, რადგან ტორტმანებს. სიძნელეებში გაატარე შენი ერი, ღვინო გვასვი და ავბარბაცდით.
ფსალმუნები 74:8
რადგან უფლის ხელშია თასი და აქაფებული ღვინო სავსეა მწარე ნაზავით. ის ღვრის მისგან, და ბოროტნი ამაქვეყნისა შესვამენ მას და გამოცლიან.
გამოცხადება 16:19
სამ ნაწილად დაიყო დიდი ქალაქი, ხოლო წარმართთა ქალაქები დაემხნენ და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
გამოცხადება 14:10
ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისგან, მისი რისხვის თასში რომ არის გამზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზების წინაშე და კრავის წინაშე.
გამოცხადება 17:1-2
მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს. რომელთანაც მეძავობდნენ დედამიწის მეფენი და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი”.
გამოცხადება 14:8
სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა, დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძავობის ღვინო ასვა ყველა ხალხს”.
გამოცხადება 18:3
ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისგან სვა ყველა ერმა; დედამიწის მეფეები მეძავობდნენ მასთან და დედამიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ”.
მსგავსი თემები:
ბაბილონი მეტაფორები პირველნაყოფები მეტაფორულად სვეტები მეტაფორულად დარგვა მეტაფორულად ხვნა მეტაფორულად წყარო მეტაფორულად ხეები მეტაფორულად