ბიბლიის მუხლები თემაზე
ხვნა მეტაფორულად
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 125:5
ცრემლით მთესველნი სიხარულის შეძახილებით მოიმკიან.
-
იობი 4:8
როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
-
ოსია 10:13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.
-
ფსალმუნები 128:3
ჩემს ზურგზე ხნავდნენ მხვნელები და აგრძელებდნენ კვლებს.
-
ეზეკიელი 36:9
რადგან, აჰა, მე ვზრუნავ თქვენზე და მოწყალებით გიყურებთ, რომ მოიხვნათ და დაითესოთ.
-
ოსია 10:11
გაწვრთნილი დეკეულივითაა ეფრემი, ლეწვას მიჩვეული. მე გადავატარებ უღელს მის ნასუქალ ქედზე, დავადგამ და მოხნავს იუდა, იაკობი კი დაფარცხავს.
-
იერემია 26:18
ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა - ტყიან სიმაღლედ.
-
მიქა 3:12
ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი - ტყიან მაღლობად.
-
მსაჯულნი 14:18
და უთხრეს სამსონს ქალაქის კაცებმა, მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე: „რა არის თაფლზე ტკბილი და ლომზე ძლიერი?” მიუგო: „ჩემი დეკეულით რომ არ გეხნათ, ვერ ამოხსნიდით ჩემს გამოცანას”.
-
იერემია 4:3
რადგან ასე ეუბნება უფალი იუდას კაცებსა და იერუსალიმს: „გატეხეთ ყამირი, ეკალბარდებში ნუ დათესავთ.