ლევიანნი 5

By
აპრილი 21, 2015
ძველი აღთქმა
ლევიანნი

51 „‘ვინმემ რომ შესცოდოს – ისმინოს ხმა ფიცისა და იყოს მოწმე, ან იხილოს, ან იცოდეს და არ განაცხადოს, იგი იტვირთავს ცოდვას. 2 „‘ან ვინმე, რომ შეეხოს რაიმე უწმიდურ საგანს, ან უწმიდური ცხოველის მძორს, უწმიდური საქონლის მძორს, ან უწმიდური ქვეწარმავლის მძორს, რომც არ იცოდეს ეს, იგი მაინც უწმიდური და დამნაშავეა. 3 „‘ან რომ შეეხოს ადამიანის უსუფთაობას, რა უსუფთაობაც არ უნდა იყოს, რითაც იბილწებიან, და ეს დაფარული იყოს მისთვის და შემდეგ გაიგებს ამას, დამნაშავეა იგი. 4 „‘ან ვინმემ რომ მოუფიქრებლად დაიფიცოს ბაგეებით საბოროტოდ ან სასიკეთოდ, ყველაფერს, რასაც მოუფიქრებლად გამოთქვამს ადამიანი ფიცით, და ეს დაფარული იქნება მისგან და მერე გაიგებს, იგი დამნაშავეა მასში. 5 „‘და თუ დადანაშაულდება ერთ-ერთ მათგანში, და აღიარებს, რაშიც შესცოდა, 6 შესწიროს თავისი დანაშაულის მსხვერპლი უფალს თავისი ცოდვის გამო, რითაც შესცოდა, წვრილფეხა საქონლიდან კრავი ან თიკანი ცოდვისათვის, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას. 7 „‘და თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს მსხვერპლად თავისი ცოდვისათვის, რითაც შესცოდა, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა უფლისათვის. ერთი ცოდვის მსხვერპლად, მეორე სრულადდასაწველად. 8 და მიიტანოს ისინი მღვდელთან და [მღვდელმა] შესწიროს პირველად ცოდვის მსხვერპლი, და გადაუჭრას ყელი კეფასთან, და ნუ მოაცილებს. 9 და მოასხუროს ამ ცოდვის მსხვერპლის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, და დანარჩენი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს საძირკველთან. ეს ცოდვის მსხვერპლია. 10 და მეორეს შესწირავს სრულადდასაწველად, რჯულისამებრ, და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა, და მიეტევება მას. 11 „‘და თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე ან მტრედის ორ მართვეზე, მიიტანოს თავის მსხვერპლად, იმისათვის, რომ შესცოდა, წმიდა პურის ფქვილის ეფის მეათედი ნაწილი ცოდვისათვის, არ დაასხას მასზე ზეთი და ნუ დადებს მასზე გუნდრუკს, რადგან იგი ცოდვის განმწმედელი მსხვერპლია. 12 და მიიტანოს იგი მღვდელთან, და აიღოს მისგან მღვდელმა სავსე პეშვით მისი მოსაგონარი ნაწილი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო შესაწირავად. ეს ცოდვის განმწმედი მსხვერპლია. 13 და შეუნდობს მას მღვდელი მის ცოდვას, რითაც შესცოდა ამათგან, და შეენდობა მას, და ის იქნება მღვდლისთვის, როგორც ძღვენი’”. 14 და უთხრა უფალმა მოსეს: 15 „თუ ვინმე იმუხთლებს და შესცოდავს უნებლიეთ უფლის სიწმიდეთა წინააღმდეგ, მიუტანოს თავისი დანაშაულის მსხვერპლად უფალს ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის. 16 და რაც შესცოდა ამ სიწმიდეს, გადაიხადოს, და მეხუთედიც დაუმატოს და მისცეს იგი მღვდელს და მღვდელი შეუნდობს მის დანაშაულს ვერძით, და მიეტევება მას. 17 „და თუ ვინმე შესცოდავს და ჩაიდენსს რამეს უფლის რომელიმე მცნების წინააღმდეგ, რაც არ უნდა ჩადენილიყო, და არ იცოდა, იგი დამნაშავეა და თავის ცოდვას ატარებს. 18 მიიტანოს მღვდელთან ვერძი უმანკო წვრილფეხა საქონლიდან, შენი შეფასებით, დანაშაულისთვის; და შეუნდობს მას მღვდელი მის შეცდომას, რითაც შეცდა და არ იცოდა, და ეპატიება მას. 19 ეს შესაწირავია დანაშაულისა, რითაც იგი დადანაშაულდა უფალთან”.

თავი მეოთხე                                                                                                                                              თავი მეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close