მთავარი › ბიბლია › ლევიანნი

ძველი აღთქმა · ლევიანნი

ლევიანნი 12


121 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ განაყოფიერდეს ქალი და შობოს მამრი, მაშინ ის უწმიდურია შვიდი დღე; როგორც მისი წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი. 3 და მერვე დღეს წინადაცვითონ [ყრმას] ჩუჩის ხორცი. 4 და ოცდაცამეტი დღე იჯდეს [ქალი] თავისი განწმედის სისხლში; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები. 5 და თუ შობს მდედრს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და სამოცდაექვსი დღე იჯდეს თავისი განწმედის სისხლში. 6 „‘და როცა შესრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა, ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან; 7 და შესწიროს იგი უფლის წინაშე, და შეუნდობს მას, და განიწმიდება თავისი სისხლდენიდან. ესაა რჯული მამრისა და მდედრის შობისა. 8 და თუ ვერ მიუწვდა ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად, და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.’”

თავი მეთერთმეტე                                                                                                                                 თავი მეცამეტე

ლევიანნი — თავები

  1. 1
  2. 2
  3. 3
  4. 4
  5. 5
  6. 6
  7. 7
  8. 8
  9. 9
  10. 10
  11. 11
  12. 12
  13. 13
  14. 14
  15. 15
  16. 16
  17. 17
  18. 18
  19. 19
  20. 20
  21. 21
  22. 22
  23. 23
  24. 24
  25. 25
  26. 26
  27. 27
Close
Close