ლევიანნი 19:26-31

By
ივნისი 24, 2015
26 არაფერი ჭამოთ სისხლითურთ; არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ. 27 არ შეიჭრათ თმის კიდე თავის ირგვლივ და არ წაიხდინო კიდე შენი წვერისა. 28 არ დაისეროთ მკვდრისთვის სხეული და ნურც რაიმე ნიშნებს ამოისვირინგებთ; მე ვარ უფალი. 29 ნუ მიუშვებ შენს ასულს საროსკიპოდ, რათა არ გაირყვნას ქვეყანა და არ აღივსოს მრუშობით. 30 ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი. 31 ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაუწმიდურდებით მათით; მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close