HomeUncategorized

იესო ნავეს ძე 19

ძველი აღთქმა
იესო ნავეს ძე

191 და მეორე წილი ხვდა სიმონს, სიმონის ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით. და იყო მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროს შორის. 2 და მათ სამკვიდროდ იყო: ბეერ-შებაყი, მოლადა, 3 ხაცარ-შუყალი, ბალა, ყეცემი, 4 ელთოლადი, ბეთული, ხორმა, 5 ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა, 6 ბეთ-ლებაოთი და შარუხენი, სულ ცამეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 7 და ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი – ოთხი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 8 და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე, ესაა სამკვიდრო სიმონის ძეთა ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით. 9 იუდას ძეთა წილიდან გამოუყვეს სიმონის ძეთ სამკვიდრო, რადგან დიდი წილი ჰქონდათ იუდაელებს. და დაიმკვიდრეს სიმონის ძეთ მათ სამკვიდროთა შორის. 10 მესამე წილი ერგო ზებულუნის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით, და მათი სამკვიდროს საზღვარი იყო სარიდიმდე. 11 და მიიწევდა მათი საზღვარი ზღვისკენ და მარყალასაკენ, და ეკვროდა დაბეშეთს და აღწევდა ხევს, იოკნეყამის წინ რომ არის. 12 და სარიდიდან უხვევდა აღმოსავლეთისაკენ ქისლოთ-თაბორამდე, და გადიოდა დაბრათისკენ, და მიიწევდა იაფიაყისკენ. 13 და იქიდან გადიოდა აღმოსავლეთის მიმართულებით მზის აღმოსავლეთისკენ, გათ-ხეფერისკენ, ყითა-კაცინისაკენ, და გადადიოდა რიმონისკენ და უხვევდა ნეყასაკენ. 14 და უხვევდა ის საზღვარი ჩრდილოეთიდან ხანათონისკენ, და თავდებოდა იფთახელის ველზე. 15 და კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი – თორმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 16 ეს იყო ზებულუნის ძეთა სამკვიდრო – ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. 17 ისაქარს ერგო მეოთხე წილი, ისაქარის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით. 18 და იყო მათი მიწა-წყალი იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი, 19 ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი, 20 რაბითი, კიშიონი, ებეცი, 21 რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი. 22 და ეკვროდა საზღვარი თაბორს, და შახაციმას, ბეთ-შემეშს. საზღვარი თავდებოდა იორდანესთან: თექვსმეტი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 23 ეს იყო სამკვიდრო ისაქარის ტომისა მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. 24 და ერგო მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით. 25 და მათი მიწა-წყალი იყო: ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი, 26 ალამელექი, ყამყადი და მიშალი. და ეკვროდა დასავლეთიდან ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს. 27 და ბრუნდებოდა მზის აღმოსავლეთის მიმართულებით, ბეთ-დაგონისკენ, და ეკვროდა ზებულუნს და იფთახ-ელის ველს ჩრდილოეთიდან, ბეთ-ყემეკს და ნეყიელს, და გადიოდა ქაბულისაკენ მარცხნივ; 28 და ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა ვიდრე დიდ ციდონამდე. 29 და ბრუნდებოდა საზღვარი რამასკენ ცორის გამაგრებულ ქალაქამდე, და უხვევდა საზღვარი ხოსასკენ, და თავდებოდა იგი ზღვასთან, აქზიბის მხარეში, 30 და ყუმა, აფეკი და რეხობი – ოცდაორი ქალაქი მათი სოფლებითურთ. 31 ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით – ეს ქალაქები და მათი სოფლები. 32 და ნაფთალის ძეთ ერგოთ მეექვსე წილი: ნაფთალის ძეთ – მათი საგვარეულოების მიხედვით. 33 და იყო მათი საზღვარი ხელეფიდან, ცაყანანიმის მუხიდან, ადამი-ნეკებიდან და იაბნეელიდან ვიდრე ლაკუმამდე, თავდებოდა იორდანესთან. 34 და ბრუნდებოდა საზღვარი დასავლეთის მიმართულებით აზნოთ-თაბორისკენ, და გადიოდა იქიდან ხუკოკისაკენ, და ეკვრის ზებულუნს სამხრეთიდან, და ეკვროდა აშერს დასავლეთიდან, და იუდას – იორდანედან, მზის აღმოსავლეთით. 35 და ციხე-ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი, 36 ადამა, რამა, ხაცორი, 37 კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი, 38 ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში – ცხრამეტი ქალაქი თავისი სოფლებითურთ. 39 ეს იყო ნაფთალის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები მათი სოფლებითურთ. 40 დანის ძეთა ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით ერგო მეშვიდე წილი. 41 და მათი სამკვიდროს საზღვარი იყო: ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში, 42 შაყალაბინი, აიალონი, ითლა, 43 ელონი, თიმნა, ყეკრონი, 44 ელთეკე, გიბთონი, ბაყალათი, 45 იეჰუდი, ბენებარაკი, გათ-რიმონი, 46 მე-იარკონი და რაკონი თავისი საზღვრით იაფოს პირდაპირ. 47 და დანის ძეთა საზღვარი მათგან გამოდიოდა. და ავიდნენ დანის ძენი და შეებრძოლნენ ლეშემს, და აიღეს იგი და მოსრეს მახვილის პირით, და ის დაიმკვიდრეს და იქ დასახლდნენ. და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის სახელის მიხედვით. 48 ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები და მათი სოფლები. 49 და როცა მორჩნენ ქვეყნის დამკვიდრებას მისი საზღვრებითურთ, მაშინ მისცეს ისრაელის ძეთ სამკვიდრო იესოს, ნავეს ძეს, თავიანთ შორის. 50 უფლის ბრძანებით მისცეს მას ქალაქი თიმნათ-სერახი, რომელიც მოითხოვა ეფრემის მთაზე. და ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა. 51 ესენი იყო სამკვიდროები, რომელნიც დაუმკვიდრეს ელეაზარ მღვდელმა, იესომ, ნავეს ძემ, და მთავრებმა ისრაელის ძეთა ტომებს წილისყრით სილოამში, უფლის წინაშე, საკრებულო კარვის კარიბჭესთან. და დაასრულეს ქვეყნის გაყოფა.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                        თავი მეოცე

COMMENTS