ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთმა შეისმინა ლოცვები
27 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 6:9
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.
-
1 მეფეთა 1:27
ამ ყრმის გამო ვლოცულობდი და აჰა, ამისრულა უფალმა სათხოვარი, რაც შევევედრე.
-
იობი 12:4
დასაცინი შევიქენი მეგობრებისთვის, ღმერთს მოვუხმობდი მე და ის პასუხს მცემდა; სამასხროდ შევიქენი მართალი და უბიწო.
-
იონა 2:7
როცა სულს ვღაფავდი, უფალი გავიხსენე და ჩემმა ლოცვამ შენამდე მოაღწია, შენს წმიდა ტაძარში.
-
ფსალმუნები 80:7
გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, ელვის საფარიდან გიპასუხე, მერიბას წყლებთან გამოგცადე.
-
ნეემია 9:27
ამიტომ ჩაყარე ისინი მტრების ხელთ, რათა შეევიწროებინათ. შემოგღაღადებდნენ შეჭირვების ჟამს და შენც უსმენდი ზეციდან შენი დიდი სიბრალულისამებრ, მხსნელთ მოუვლენდი და იხსნიდნენ ისინი მათ მტრების ხელიდან.
-
ფსალმუნები 65:19
მაგრამ ნამდვილად მისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
-
ფსალმუნები 33:6
აგერ ღარიბმა მოუხმო და მოისმინა უფალმა, დაიხსნა ყველა მისი გასაჭირისგან.
-
ფსალმუნები 30:22
ვფიქრობდი ჩემი ძრწოლისას: „მოკვეთილი ვარ შენს თვალთაგან,“ მაგრამ შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა შემოგღაღადებდი.
-
ფსალმუნები 114:2
ყური მომაპყრო, ამიტომ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას.
-
4 მეფეთა 19:20
შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
-
3 მეფეთა 9:3
უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
-
4 მეფეთა 20:5
დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.
-
ესაია 38:5
წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: „შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
-
საქმეები 10:31
მითხრა: კორნელიუს, შესმენილია შენი ლოცვა და მოხსენებულია შენი მოწყალებანი ღვთის წინაშე.
-
გამოსვლა 8:31
აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.
-
ფსალმუნები 20:4
სიცოცხლე გთხოვა და მიეცი, დღეგრძელობა – უკუნითი უკუნისამდე.
-
2 მეფეთა 24:25
და აუშენა იქ დავითმა სამსხვერპლო უფალს და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირები. შეისმინა უფალმა მათი ვედრება ქვეყნისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.
-
ფსალმუნები 33:15
უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
-
1 პეტრეს 3:12
რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები – მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
-
ლუკას 1:13
უთხრა ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, რადგან შესმენილია შენი ლოცვა; და ცოლი შენი, ელისაბედი ძეს გიშობს, რომელსაც სახელად იოანეს დაარქმევ.
-
საქმეები 10:4
მან შეხედა, შეეშინდა და ჰკითხა: „რა არის, უფალო?“ უთხრა: „შენი ლოცვები და მოწყალებანი ამაღლდნენ ღვთის წინაშე შენს გასახსენებლად.
-
3 მეფეთა 3:10
მოსაწონი იყო უფლის თვალში სოლომონის სათხოვარი.
-
ებრაელთა 5:7
მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
-
იაკობის 5:17
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს.
-
ფსალმუნები 20:2
შენ შეუსრულე მას სასურველი მისი გულისა და სათხოვარი მისი ბაგეებისა არ უკუაგდე.
-
ფსალმუნები 101:17
მოხედავს მიტოვებულთა ლოცვას და არ უკუაგდებს მათ ვედრებას.