ძველი აღთქმა
3 მეფეთა
31 დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მოიყვანა ფარაონის ასული. დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის სახლს და ზღუდეს იერუსალიმის ირგვლივ. 2 ოღონდ ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან იმ ხანებამდე ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე. 3 და შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის, დავითის, წესზე დადიოდა, ოღონდ გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს. 4 და წავიდა მეფე გაბაონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული აღსავლენი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე. 5 და გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.” 6 და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს, დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე. 7 ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის, ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა. 8 შენს რჩეულ ხალხშია შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო. 9 და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?” 10 და მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი. 11 და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე შენთვის ხანგრძლივი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხავად, 12 აჰა, მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილა სადმე და არც შენს შემდეგ გამოჩნდება შენი მსგავსი. 13 რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესაც, დიდებასაც, ისე რომ, ვიდრე ცოცხალი ხარ, არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი. 14 და თუ ივლი ჩემს გზაზე და დაიცავ ჩემს წესებსა და ჩემს ბრძანებებს, როგორც მამაშენი, დავითი, დადიოდა, დღეგრძელს გაგხდი.” 15 და გაეღვიძა სოლომონს და აჰა, ესეც სიზმარი. და მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და შესწირა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მსახურთ. 16 მაშინ მივიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და დადგნენ მის წინ. 17 და თქვა ერთმა ქალმა: „მომიტევე, ბატონო, მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ, ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ. 18 ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა ჩვენთან სახლში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში. 19 და მოკვდა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ზედ დასწოლოდა. 20 და ადგა შუაღამისას, და აიყვანა ჩემი ბავშვი ჩემი გვერდიდან, როცა ეძინა შენს მხევალს, და თავის უბეში ჩაიწვინა, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი მე ჩამიწვინა უბეში. 21 და ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.” 22 და თქვა მეორე ქალმა: „არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი!” ეს კი ამბობდა: „არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილია ცოცხალი!” ასე ლაპარაკობდნენ მეფის წინაშე. 23 და თქვა მეფემ: „ეს ამბობს, ჩემი შვილიაო ცოცხალი, შენი შვილიაო მკვდარი. მეორე ამბობს: არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილიაო ცოცხალი.” 24 და თქვა მეფემ: „მახვილი მომიტანეთ!” და მიართვეს მახვილი მეფეს.იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 25 და თქვა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი – მეორე ქალს.”იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 26 და უთხრა ცოცხალი ბავშვის დედამ, მეფეს, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამო: „ოჰ, ჩემო ბატონო! ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვი!” მეორე ამბობდა: „ნურც მე მერგება, ნურც შენ, გაჭერით!”იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 27 და მიუგო მეფემ და თქვა: „ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის მისი დედა” იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე. 28 და გაიგო მთელმა ისრაელმა განაჩენის ამბავი, მეფემ რომ გამოიტანა, და შეეშინდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე შეეწია მას სამართლის გაჩენაში.იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე.
COMMENTS