ღმერთისადმი სიყვარული ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 20:6
და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 6:5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსებით.

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

მეორე რჯული 10:12
ახლა რას ითხოვს უფალი, შენი ღმერთი შენგან, ისრაელ? მხოლოდ იმას, რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთის, დადიოდე მისი გზით, გიყვარდეს უფალი ღმერთი და ემსახურო მას მთელი შენი გულით და მთელი შენი არსებით;

მეორე რჯული 11:1
„ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი.

მეორე რჯული 13:3
ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით!

მეორე რჯული 30:6
გულებს წინადაგიცვეთთ უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენს შთამომავლობას, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და არსებით, რათა იცოცხლოთ.

ფსალმუნები 17:1
შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.

ფსალმუნები 30:23
შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.

ფსალმუნები 36:4
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის საწადელს.

ფსალმუნები 90:14
რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ, დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.

ფსალმუნები 96:10
შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.

ფსალმუნები 115:1
მწამდა, როცა ვამბობდი: დიდად დავიტანჯე.

ფსალმუნები 144:20
ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს.

იგავნი 8:17
მიყვარს ჩემი მოყვარულნი და გულმოდგინედ მაძიებელნი მიპოვნიან.

იგავნი 23:26
შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემი გზები დაიცვან.

მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

მარკოზის 9:41
ვინც ჩემი სახელით ჭიქა წყალს მოგაწვდით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ – არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.

ლუკას 2:29
„ახლა, გაუშვი მონა შენი ბატონო, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით.

ლუკას 7:47
ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.

ლუკას 11:42
მაგრამ ვაი თქვენ, ფარისეველნო, პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილეულის მეათედს რომ იხდით და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ!

იოანეს 5:42
მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.

იოანეს 8:42
უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

იოანეს 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.

იოანეს 14:28
ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.

საქმეები 21:13
მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.

რომაელთა 5:5
ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

1 კორინთელთა 8:3
მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.

1 კორინთელთა 16:22
ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!

2 კორინთელთა 5:8
თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.

გალატელთა 5:6
ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,

გალატელთა 6:14
მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი – წუთისოფლისთვის.

ეფესელთა 4:15
არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.

ეფესელთა 6:24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!

ფილიპელთა 1:9
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.

ფილიპელტა 1:23
ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.

Close
Close