HomeUncategorized

მეორე რჯული 10

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

101 და იმ დროს მითხრა მე უფალმა: „გამოთალე შენთვის ორი ქვის დაფა იმ პირვანდელთა მსგავსი, და ამოდი ჩემთან მთაზე, და გაიკეთე ხის კიდობანი. 2 და დავწერ ქვის დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც იყო პირვანდელ ქვის დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და კიდობანში ჩააწყვე ისინი.” 3 და გავაკეთე მე კიდობანი აკაციის ხისაგან, და გამოვთალე ორი ქვის დაფა, პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. და ხელში ორი ქვის დაფა მეჭირა. 4 და მან დაწერა ქვის დაფებზე პირვანდელი ნაწერის მსგავსად ათი მცნება, რომელნიც წარმოთქვა თქვენს მიმართ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს, და მომცა მე ისინი უფალმა. 5 და გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყე კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა. 6 და ისრაელის ძენი აიყარნენ ბეყეროთ-ბენე-იაყაკანიდან მოსერასაკენ. და იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა, და დადგა მის მაგიერ ელეაზარი, მისი ძე. 7 იქიდან აიყარნენ გუდგოდასაკენ და გუდგოდადან იოტბათასაკენ, წყლის ნაკადთა ქვეყნისაკენ. 8 იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი, რომ ეტარებინა უფლის აღთქმის კიდობანი უფლის წინაშე, ემსახურა მისთვის და ეკურთხებინა მისი სახელით დღევანდლამდე. 9 ამის გამო არ ჰქონდა ლევის ტომს წილი და სამკვიდრო თავის ძმებთან. უფალია მისი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა. 10 და მე დავრჩი მთაზე, პირვანდელი დღეების მსგავსად, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. და მისმინა უფალმა ამჯერადაც. არ ისურვა უფალმა თქვენი შემუსვრა. 11 და მითხრა მე უფალმა: „ადექ, წინ წაუძეხ გზაში ამ ხალხს. მივიდნენ და დაიმკვიდრონ ის ქვეყანა, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.” 12 და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზით, გიყვარდეს იგი, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი გულით და მთელი შენი სულით, 13 დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ. 14 უფლის, შენი ღმერთისაა, ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასშია. 15 მხოლოდ შენი მამები შეიტკბო უფალმა და შეიყვარა ისინი, და გამოგარჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა, მათ შემდეგ ყველა ხალხიდან, როგორც ამ დღეს. 16 დაიცვითეთ გულის ჩუჩა და ნუღარ გაჯიუტდებით, 17 რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც მიკერძოებას არ იჩენს და ქრთამს არ იღებს, 18 რომელიც ობოლსა და ქვრივს სამართალს უჩენს და უყვარს ხიზანი და აძლევს მას პურსა და სამოსელს. 19 და გიყვარდეთ ხიზანი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. 20 უფლისა, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე და მისი სახელით დაიფიცე. 21 იგია შენი დიდება და იგია შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის ის დიდი და საშინელი საქმეები, შენმა თვალებმა რომ იხილეს. 22 სულ სამოცდაათი სულით ჩავიდნენ თქვენი მამები ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავლად გაქცია უფალმა, შენმა ღმერთმა.
თავი მეცხრე                                                                                                                                თავი მეთერთმეტე

COMMENTS