ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი გალატელთა მიმართ
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი
ბოლო გაფრთხილება და კურთხევა
11 ნახეთ, რამხელა წერილი მოგწერეთ ჩემი ხელით. 12 ხორცით განდიდების მსურველები გაიძულებენ წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იდევნებოდნენ. 13 ვინაიდან თვით წინადაცვეთილებიც არ იცავენ რჯულს, ოღონდ უნდათ, რომ წინადაიცვეთოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხონ. 14 მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისათვის. 15 ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. 16 ვინც ამ წესის მიხედვით მოიქცევიან, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღვთის ისრაელზე.
17 ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს წყლულებს ვატარებ ჩემი სხეულით.
18 ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ.
COMMENTS