იობი 19:25
და მე ვიცი, ცოცხალია ჩემი მხსნელი და საბოლოოდ მიწაზე წამოიმართება.
იესო ნავეს ძე 23:14
აჰა, მე მალე გავუდგები იმ გზას, რომელიც ყველას მოელის. და თქვენ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით შეიგნეთ, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა.
ფსალმუნები 26:3
ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მექნება.
დანიელი 3:17
მეფეო, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალი, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც კი გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც დაგვიხსნას.
მარკოზის 5:28
რადგან ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“
ლუკას 1:3-4
მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, ზუსტად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც ნასწავლი გაქვს.
რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
1 იოანეს 5:18-20
ვიცით, რომ ღმერთისაგან შობილნი არ სცოდავენ; არამედ ის, ვინც ღმერთისაგან იშვა, იცავს მათ და ბოროტება არ ეკარება მათ. ვიცით, რომ ღმერთისაგან ვართ, და რომ მთელი ქვეყნიერება ბოროტში ძევს. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
რიცხვნი 23:19-20
ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის შვილია, რომ გადათქვას. იტყვის და არ გააკეთებს? ილაპარაკებს და არ აღასრულებს? აჰა, კურთხევა მებრძანა; მან აკურთხა, და მე ვერ შევცვლი.
მეორე რჯული 7:9-10
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ერთგული ღმერთი, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას მის მოყვარულთათვის და მის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე. და მიაგებს მის მოძულეებს მისაგებელს მათ დასაღუპად. არ დააგვიანებს, თავის მოძულეს პირადად მიუზღავს.
მეორე რჯული 32:3-4
ვადიდებ უფლის სახელს! დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! სალი კლდეა იგი; სრულყოფილია საქმენი მისნი, და სამართლიანია ყოველი მისი გზა; სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა; მართალი და წრფელია იგი;
2 მეფეთა 7:28
ახლა, უფალო ღმერთო, შენა ხარ ის ღმერთი, რომლის სიტყვებიც ჭეშმარიტია, და შენი მსახურისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
ფსალმუნები 17:30-31
აჰა, შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს. უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას მიენდობა.
ესაია 26:4
მიენდეთ უფალს უკუნითი უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
ებრაელთა 6:16-19
რადგან ადამიანები თავისზე მაღალს იფიცებენ, და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი. ასე, როცა ღმერთს სურდა უფრო ცხადად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების უცვალებლობა, ფიცი მოიშველია, რათა ორი უცვალებელი საქმის მეშვეობით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, გვქონდეს ჩვენ, – რომელნიც ვისწრაფეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს, – მტკიცე ნუგეში, რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით საიმედოა და მტკიცე და აღწევს ფარდის მიღმა,
რომაელთა 15:8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისათვის აღთქმული,
მსაჯული 6:36-40
აჰა, საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“ და ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიანად ადგა გედეონი, გამოწურა საწმისი და გამოადინა ნამი, წყლით სავსე ერთი თასი. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.“ და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
გამოსვლა 16:6-8
და უთხრეს მოსემ და აარონმა ისრაელიანთ: „დღეს საღამოსვე გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა მან. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ გვსაყვედურობთ?“ და თქვა მოსემ: „მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინ ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩივლეთ.“
გამოსვლა 33:12-23
და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მითხარი, გაუძეხიო ამ ხალხს, და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი, რომ სახელით მიცნობ და მადლიც მაქვს ნაპოვნი შენს თვალში. და თუ მართლაც მადლი მიპოვია შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“ თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ.“ უთხრა მოსემ: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა იმით არა, რომ ჩემთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“ და უთხრა უფალმა მოსეს: „მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.“ და თქვა მოსემ: „მახილვინე შენი დიდება.“ და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“ და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“ და თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. როცა ხელს მოგაშორებ, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება.“
იესო ნავეს ძე 3:9-13
და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“ და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს. აჰა, აღთქმის კიდობანი მთელი ქვეყნის უფლისა გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს. და ახლა ამოირჩიეთ კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან. როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.“
3 მეფეთა 18:36-39
მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“ და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა. და როცა ეს დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შესძახა: „ჭეშმარიტად ეს არის უფალი ღმერთი!“
იოანეს 13:3
იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,
მარკოზის 8:31
და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს ბევრი იტანჯოს, უარყოფილ იქნას უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.
მათეს 16:21
მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
იოანეს 10:14-18
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. და ჩემს სამშვინველს ვდებ ცხვრებისთვის. მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სამშვინველს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“
იოანეს 14:6-11
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცით ის და გინახავთ იგი.“ ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“ ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა? არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
2 ტიმოთეს 1:12
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.
მათეს 16:16
მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“
იოანეს 11:27
ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.“
2 კორინთელთა 1:21-22
ღმერთია ის, ვინც თქვენთან ერთად გვამტკიცებს ქრისტეში და ვინც გვცხო ჩვენ, მან აღგვბეჭდა კიდეც და მოგვცა ჩვენს გულებში სულის საწინდარი.
ფილიპელთა 1:6
დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა აღასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.
1 იოანეს 4:13
იმით ვიგებთ, რომ ჩვენ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, რომ მან თავისი სულისაგან მოგვცა.
1 იოანეს 2:3-6
იმით გავიგებთ, რომ შევიცანით ის, თუ დავიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს: შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება. ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასში ჭეშმარიტად აღსრულებულია ღმერთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ. ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა იაროს, როგორც ის დადიოდა.
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, 39 ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.