უგუნურების მაგალითები ბიბლიის მუხლები

იერემია 4:22
უგუნურია ჩემი ხალხი, არ მიცნობს; ბრიყვი შვილები არიან, გონიერება აკლიათ. ბოროტების ჩასადენად ჰყოფნით გონება, მაგრამ სიკეთის კეთება არ იციან.

მეორე რჯული 32:5-6
გაირყვნენ მის წინაშე; აღარ იწოდებიან მის ძეებად მათი მანკიერების გამო; ურჩი და გარყვნილი მოდგმაა. ამას მიაგებ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? განა ის არაა მამაშენი, ვინც გაგაჩინა, გამოგისყიდა და დაგაფუძნა?!

იერემია 10:8
ყველანი ერთად გამოსულელდნენ და გაუგუნურდნენ, ხის კერპისგან იღებენ ამაო დარიგებას.

ოსია 7:11
ბრიყვი და უგუნური მტრედივით იქცევა ეფრემი – ეგვიპტეს უხმობენ, აშურში მიდიან.

იერემია 10:21
რადგან გამოსულელდნენ მწყემსები, აღარ ეძებენ უფალს; ამის გამოა, რომ ხელი აღარ ემართებათ, მთელი სამწყსო გაეფანტათ.

ეზეკიელი 13:3
ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი უგუნურ წინასწარმეტყველთ, თავიანთ სულს რომ მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ.

მათეს 23:16-17
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს – არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო. უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია – ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?

რიცხვნი 12:1-11
და ილაპარაკეს მირიამმა და აჰარონმა მოსეს წინააღმდეგ ქუშელი ქალის გამო, რომელიც ცოლად მოიყვანა; რადგან ქუშელი ქალი ითხოვა ცოლად; თქვეს: „ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?” და გაიგონა ეს უფალმა. ყველაზე თავმდაბალი კაცი იყო მოსე დედამიწის ზურგზე. უთხრა უფალმა მოსეს, აჰარონსა და მირიამს მოულოდნელად: გამოდით სამივე საკრებულო კარავთან. და გავიდნენ სამივენი. ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, დადგა კარვის შესასვლელთან და დაუძახა აჰარონსა და მირიამს. ორივემ წინ წაიწია. უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან; მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული. პირისპირ ველაპარაკები, პირდაპირ და არა იგავებით. უფლის სახეს ჭვრეტს იგი. როგორ არ შეგეშინდათ მოსეს – ჩემი მსახურის წინააღმდეგ რომ ლაპარაკობთ?” აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი. აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი. უთხრა აჰარონმა მოსეს: „გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.

1 მეფეთა 13:13
უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.

1 მეფეთა 26:20
თქვა საულმა: „შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.

2 მეფეთა 24:10
გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.

2 ნეშტთა 16:7-9
მივიდა იმ დროს ხანან მხილველი ასასთან, იუდას მეფესთან და უთხრა: „რადგან არამელთა მეფეს დაეყრდენ და არა უფალს, შენს ღმერთს, ამიტომ გადაურჩა არამელთა მეფის ლაშქარი შენს ხელს. განა მრავალრიცხოვანი ეტლები და ცხენოსნები არ ჰყავდათ ქუშელებსა და ლიბიელებს, მაგრამ რაკი უფალს მიენდე, ხელში ჩაგიგდო ისინი. მთელ დედამიწას ადევნებს თვალს უფალი, რათა განამტკიცოს და მხარი დაუჭიროს მათ, ვინც მთელი გულით მასზეა მინდობილი. უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ამიერიდან ომები გექნება”.

ესაია 19:11-13
გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი, ფარაონის ბრძენკაცთა რჩევა უგუნურებად იქცა! როგორღა ეტყვით ფარაონს: ბრძენთა ნაშიერი ვარო, ძე უძველესი მეფეებისა? მაშ, სად არიან შენი ბრძენნი? იქნებ გაგიგონ, რას უპირებს ცაბაოთ უფალი ეგვიპტეს? სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუებულნი არიან ნოფის მთავარნი; მათ აცდუნეს ეგვიპტე – ქვაკუთხედი თავიანთი კვერთხისა.

მათეს 7:26-27
ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა.

მათეს 25:1-4
მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ. ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი. ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.

ლუკას 12:16-21
და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. იფიქრა თავისთვის: რა ვქნა, ვინაიდან არ მაქვს მოსავლის დასაბინავებელი? თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება? ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.

2 კორინთელთა 11:16-21
და კვლავაც ვიტყვი – ნურავინ ჩამთვლის უგუნურად; და თუ არა, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა მცირეოდენით მეც დავიკვეხნო. რასაც ასეთ თავდაჯერებულ კვეხნაზე ვამბობ, უფლის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ თითქოს უგუნურებით, და რაკი ბევრი იკვეხნის ხორციელად, ამიტომ მეც დავიკვეხნი. ვინაიდან თქვენ, ასე გონიერნი, ხალისით იწყნარებთ უგუნურებს. იწყნარებთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გჭამთ, თუ ვინმე სარგებლობს თქვენით, თუ ვინმე თავს იმაღლებს ან სახეში გცემთ. ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას, რომ უძლურნი აღმოვჩნდით ამაში. მაგრამ, თუ ვინმე გაბედავს და დაიკვეხნის, უგუნურებით ვიტყვი ამას: მეც გავბედავ.

2 კორინთელთა 12:6
ხოლო თუ კვეხნას მოვისურვებ, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი; მაგრამ თავს ვიკავებ, რათა იმაზე მეტად არავინ ჩამთვალოს, ვიდრე ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.

1 კორინთელთა 1:18
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.

ოსია 9:7
დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი.

1 კორინთელთა 1:20-25
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს. რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე – ადამიანებზე უძლიერესი.

1 კორინთელთა 3:19
ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ.

1 კორინთელთა 4:10
ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში; ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ დიდებულები, ჩვენ კი – უპატიონი.

ესაია 29:14
ამიტომ, აჰა, კვლავ მოვიმოქმედებ საოცრებებს ამ ხალხში, ნიშნებსა და სასწაულებს მოვახდენ, და დაიკარგება სიბრძნე მისი ბრძენკაცებისა და დაიმალება გონიერთა გონება”.

ესაია 44:25
იგი აცამტვერებს ამაოთა ნიშნებს და აუგუნურებს მკითხავებს, უკუაქცევს ბრძენთ და სიბრიყვედ აქცევს მათ ცოდნას;

ესაია 55:8
რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის! – ამბობს უფალი;

იერემია 50:36
მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან;

რომაელთა 1:22
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.


მსგავსი თემები:

უგუნურება       უგუნურების შედეგები      უგუნურთა დაბრძენება