უგუნურება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 13:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.

იგავნი 29:11
ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი – თავშეკავებულია.

იგავნი 10:8
გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.

იგავნი 17:28
მდუმარე ბრიყვიც კი ბრძნად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული – გონიერად.

რომაელთა 1:22
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.

იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.

იგავნი 10:28
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.

მათეს 7:26:28
ხოლო ყოველი, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და არ აღასრულებს, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. და მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები, ეკვეთნენ იმ სახლს, და დაეცა იგი – და ფრიად დიდი იყო მისი დაცემა. როცა დაასრულა ეს სიტყვები იესომ, განცვიფრებული იყო ხალხი მისი მოძღვრებით.

ლუკას 6:46-49
რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.

ეკლესიასტე 7:17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები – დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?

1 კორინთელთა 3:18-19
თავს ნურავინ მოიტყუებს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნეში, დაე გაუგუნურდეს, რომ ბრძენი გახდეს. ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ.


მსგავსი თემები:

უგუნურების მაგალითები       უგუნურების შედეგები       უგუნურთა დაბრძენება