იგავნი 13:20
ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.
იგავნი 1:1-4
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად; ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად; გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.
იგავნი 8:5
შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე – უგუნურნო.
იგავნი 9:6
დატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლეთ და იარეთ გონიერების გზით.”
ეკლესიასტე 7:17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები – დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
იგავნი 1:22-23
„როდემდე გეყვარებათ მიამიტნო გულუბრყვილობა? როდემდე დატკბებით დაცინვით დამცინავნო? როდემდე გეძულებათ ცოდნა ბრიყვებო? მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
ეფესელთა 5:15
მაშ, ფრთხილად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
რომაელთა 2:20
უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.
მსგავსი თემები: