იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.
ფსალმუნები 13:1
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი.
ფსალმუნები 84:4
მე კი მოვისმენ თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე, თავის წმიდანებზე და აღარ მიუბრუნდებიან სიბრიყვეს ღვთისმოსავნი.
იგავნი 1:20-27
სიბრძნე ქუჩაში გასძახის, მოედნებზე იმაღლებს ხმას. ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს, კარიბჭესთან, ქალაქში ამბობს თავის სათქმელს: „როდემდე გეყვარებათ მიამიტნო გულუბრყვილობა? როდემდე დატკბებით დაცინვით დამცინავნო? როდემდე გეძულებათ ცოდნა ბრიყვებო? მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს. რადგან გიხმობდით და უარმყოფდით, ხელს ვიწვდენდი და არავინ ისმენდით; უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს. მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე და დაგცინებთ, როცა აგიტანთ ძრწოლა. როცა ქარიშხალივით მოგეწევათ, რისიც გეშინოდათ და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა ჩაცვივდებით განსაცდელსა და გაჭირვებაში.
იგავნი 12:1
შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.
იგავნი 18:2
ბრიყვი გაგებას არ ცდილობს, არამედ მხოლოდ თავისი აზრების გამოხატვა უნდა.
ეფესელთა 5:17
მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
ფსალმუნები 91:6
უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
იერემია 5:4
ვთქვი ჩემთვის: „საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
ლუკას 11:39-40
უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე. უგუნურნო, განა შინაგანიც გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა?
რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
2 ტიმოთეს 2:23
სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.
ტიტეს 3:9
სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე, ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.
ფსალმუნები 106:17
ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ.
იერემია 5:21-25
ახლა ეს ისმინე, სულელო და უბედურო ხალხო, რომელსაც თვალები აქვს და ვერ ხედავს, ყურები აქვს და ვერ ისმენს, ჩემი არ გეშინიათ? ამბობს უფალი. არ თრთიხართ ჩემ წინაშე, რომელმაც ზღვას ქვიშა დავუდე საზღვრად, სამუდამო წესად, რომელსაც ვერ გადაუხვევს; თუმცა ბობოქრობენ მისი ტალღები, მაინც ვერ სძლევენ, ღრიალებენ, მაგრამ ვერ გასცდებიან მას. ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ. გულშიც კი არ უთქვამთ: „გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, რომელიც გვაძლევს როგორც ნაადრევ, ისე ნაგვიანევ წვიმას თავ-თავის დროზე, ხოლო მკისთვის დადგენილ კვირებს გვინახავს”. თქვენმა ურჯულოებამ მიატრიალა ეს ყველაფერი და თქვენმა ცოდვებმა წაგართვათ ეს სიკეთე.
იგავნი 28:26
საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.
იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.
იგავნი 12:15
სულელს თავისი გზა სწორი ჰგონია, ბრძენი კი რჩევას ითვალისწინებს.
ლუკას 12:20
მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?
იგავნი 15:2
ბრძენთა ენა ცოდნას მიმზიდველს ხდის, ბრიყვთა პირი კი სისულელეს აფრქვევს.
იგავნი 7:7-23
და დავინახე გულუბრყვილონი, ვაჟებს შორის უგუნური ყმაწვილი შევამჩნიე. ქუჩაზე გადამავალი, ქალის სახლის კუთხესთან; მისი სახლის გზას დაადგა, შებინდებულზე, შუაღამესა და წყვდიადში. და აი, მეძავივით შემოსილი ქალი გამოეგება, ცბიერი გულით; დაუდგრომელი და ურჩია იგი, შინ ფეხს ვერ აჩერებს: ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე, ყოველ კუთხეში საფრდება; ჩაებღაუჭა, კოცნის და ურცხვად ეუბნება: „სამშვიდობო მსხვერპლი აღვუთქვი და დღეს აღვასრულე ჩემი დანაპირები, ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, გეძებდი და კიდეც გიპოვე! ფარდაგებით მოვფინე ჩემი სარეცელი, ეგვიპტის ნაქარგი ქსოვილით, მური ვაპკურე ჩემს საწოლს, ალოე და დარიჩინი, შემოდი, დილამდე გავძღეთ სიყვარულით, ვინეტაროთ ალერსით! რადგან სახლში არ არის ჩემი ქმარი, შორ გზაზე წავიდა. ფულით სავსე ქისა წაიღო, შინ სავსე მთვარისას დაბრუნდება. მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.
იგავნი 9:13-18
უგუნური ქალი მოლაყბეა, ბრიყვია და არაფრის მცოდნე. დაჯდება თავისი სახლის ზღურბლზე, ქალაქის ამაღლებულ, საპატიო ადგილებზე, რათა მოუხმოს გამვლელთ, თავის გზაზე მდგომთ: „ვინც გულუბრყვილოა, აქეთ გადმოუხვიოს”. გონიერებას მოკლებულთ კი ეუბნება: „ტკბილია მოპარული წყალი, გემრიელია ჩუმად შეჭმული პური”. არც კი იციან, რომ მკვდრები არიან იქ, შავეთის ჯურღმულებში – მის მიერ ხმობილნი.
გალატელთა 3:1
ჰოი, უგუნურო გალატელებო! ვინ მოგაჯადოვათ, რომ არ დამორჩილებოდით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც აღიწერა ჯვარცმული იესო ქრისტე!
იგავნი 22:3
გონიერი წინასწარ ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, ბრიყვი კი გზას აგრძელებს და ისჯება.
იგავნი 3:35
ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ, ბრიყვთა მემკვიდრეობა კი დამცირებაა.
იგავნი 26:3
მათრახი – ცხენისთვის, აღვირი – ვირისთვის, ჯოხი კი – უგუნურთა ზურგისთვის.
იგავნი 37:5
ჭრილობები ამიყროლდა და დამიჩირქდა, ჩემი უგუნურობის გამო.
იგავნი 15:20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.
იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
მსგავსი თემები: