ფსალმუნები 51:8
ხოლო მე, ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.
ფსალმუნები 124:1
სიონის მთასავითაა უფალზე დანდობილი – არ შეირყევა, მარადიულად იდგება.
ფსალმუნები 24:4-5
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები. გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
ფსალმუნები 55:4
ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
ფსალმუნები 70:5
რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, ღმერთო ჩემო, შენზე ვარ მონდობილი ყრმობიდანვე.
ფსალმუნები 90:2
ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.
ნაუმი 1:7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
2 კორინთელთა 1:10-11
რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისგან და ახლაც გვიხსნის; და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის. რაშიც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა უამრავმა ადამიანმა შესწიროს მადლობა ჩვენთვის და იმ მადლისთვის, რაც მრავალთა შუამდგომლობით მოგვენიჭა.
იერემია 17:7
კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს; უფალი იქნება მისი დასაყრდენი.
მიქა 7:7
მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.
ებრაელთა 13:6
ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”
1 იოანე 5:14
და აჰა, რა გაბედულება გვაქვს მის მიმართ, რომ როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
2 კორინთელთა 5:5-8
სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად. ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ; და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ დამკვიდრებულნი, განშორებულნი ვართ უფლისგან, ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით. თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.
საქმეები 24:14-15
იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს. და მაქვს ღმერთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თავად ესენიც მოელიან.
გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
ფილიპელთა 1:3-6
მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყოველ თქვენს გახსენებაზე. ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის, სახარებაში თქვენი თანამონაწილეობისთვის, პირველი დღიდან აქამდე. და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
ესაია 12:1-2
და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.
ეზრა 10:2
მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!
ეფესელთა 3:12
რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.
რომაელთა 15:13
ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
იგავნი 12:25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
იგავნი 31:11
დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.
1 პეტრეს 5:10
ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
2 კორინთელთა 7:4
დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით, აღვსილი ვარ ნუგეშით და გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა.
იობი 6:20
გაწბილდნენ, რადგან იმედი ჰქონდათ, მივიდნენ იქ და შერცხვნენ.
იობი 8:12-13
ჯერ კიდევ მწვანეა იგი და მოუჭრელი, და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი,
1 თესალონიკელთა 5:16
იხარეთ მუდამ.
ეზეკიელი 29:16
და აღარასოდეს იქნება იგი იმედად ისრაელის ტაძრისთვის, მხოლოდ იმ დანაშაულის გამხსენებლად დარჩება, მისკენ რომ ბრუნდებოდნენ; და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი”.
იერემია 7:4
ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ – უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს!
ფსალმუნები 36:37
დაუკვირდი უმწიკვლოს და შეხედე მართალს, რადგან მშვიდობიან კაცს ეკუთვნის მომავალი.