ფსალმუნები 26:7
უფალო, ისმინე ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
ფსალმუნები 29:10
მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.
დანიელი 9:19
უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
მეორე რჯული 33:7
ეს თქვა იუდაზე: „ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები”.
3 მეფეთა 8:29-30
თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღითა და ღამით, ადგილზე, რომელზეც თქვი: იქ იქნებაო ჩემი სახელი, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც შენი მსახური ილოცებს ამ ადგილზე. მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.
3 მეფეთა 8:28
მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე.
ნეემია 1:6
მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.
ნეემია 1:11
ო, უფალო, გევედრები, მსმენელი ყური მიაპყარ შენი მორჩილისა და იმ მსახურთა ლოცვას, რომელთაც სწყურიათ შენი სახელის მოშიშება და გევედრები, ხელი მოუმართე შენს მსახურს დღეს და წყალობა აპოვნინე ამ კაცის წინაშე”, რადგან მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
ფსალმუნები 27:2
ისმინე ჩემი ვედრების ხმა, როცა მოგიხმობ და შენი საწმიდრისკენ აღვაპყრობ ხელებს.
ფსალმუნები 53:2
ღმერთო! ჩემს ლოცვას მოუსმინე და ყური მოაპყარ სიტყვებს ჩემი პირისას.
ფსალმუნები 54:1
ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას
ფსალმუნები 60:1
ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.
ფსალმუნები 83:8
უფალო, ცაბაოთ ღმერთო, ისმინე ჩემი ლოცვა, ყური მომაპყარ, იაკობის ღმერთო.
4 მეფეთა 19:16
ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
დანიელი 9:18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
დანიელი 9:17
ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
ფსალმუნები 30:2
ყური მომაპყარ, იჩქარე ჩემი გადარჩენა, თავშესაფარი კლდე იყავ ჩემთვის, სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
ფსალმუნები 70:2
მიხსენი შენი სიმართლით და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
ფსალმუნები 85:1
ყური მომაპყარ უფალო და მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ.
ფსალმუნები 118:149
ისმინე ჩემი ხმა შენი წყალობისამებრ; შენი სამართლით მაცოცხლე, ღმერთო.
ფსალმუნები 139:6
ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.
ნეემია 4:4
ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!
გოდება იერემიასი 3:56
შეისმინე ჩემი ხმა, ნუ მოარიდებ ყურს ჩემს ღაღადს, ჩემს ვედრებას.
გოდება იერემიასი 5:1
გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; შეხედე და დაინახე ჩვენი შერცხვენა.
გოდება იერემიასი 2:20
შეხედე, უფალო, და იხილე, ასე ვის მოქცევიხარ! განა ყოფილა, რომ ქალები თავიანთი მუცლის ნაყოფს ჭამდნენ, ჩვილებს – მათ მიერ გამოზრდილთ?! განა მომხდარა, რომ უფლის საწმიდარში კლავდნენ მღვდელსა და წინასწარმეტყველს?!
გოდება იერემიასი 1:20
მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს; სული შემიწუხდა და გული გადამიბრუნდა, რადგან ავჯანყდი შენს წინააღმდეგ: გარეთ მახვილმა ამომიხოცა შვილები, და სახლშიც სიკვდილია.
რიცხვნი 6:26
უფალმა მოგხედოს თავისი სახით და მშვიდობა მოგცეს!
იერემია 18:19
ყური მომაპყარ, უფალო, ისმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმა.
ფსალმუნები 5:2
ისმინე ჩემი ღაღადი, მეფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ გევედრები.