იგავნი სოლომონისა 31:10-19

By
სექტემბერი 27, 2015
10 ვინ იპოვის გამრჯე ცოლს? ობოლ მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. 11 ენდობა მას მისი ქმრის გული და არ მოაკლდება შემოსავალი. 12 ის მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს ქმარს და არა ვნებას. 13 მატყლს და სელს მოიპოვებს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელით. 14 სავაჭრო ხომალდივით არის იგი – შორიდან ეზიდება საზრდოს. 15 გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ. 16 შეარჩევს მიწას და შეიძენს, თავისი ხელით აშენებს ვენახს. 17 ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს. 18 ხედავს თავისი შრომის ნაყოფს და ღამით არ ქრება მისი სანთელი. 19 ჯარას აბრუნებს და თითისტარს ატრიალებს.

კომენტარის დატოვება

Close
Close