ღვთის შემეცნება ბიბლიის მუხლები

რომაელთა 1:20
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.

ფსალმუნები 19:1-4
უფალმა გიპასუხოს შენ გაჭირვების დღეს, დაგიფაროს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა. გამოგიგზავნოს შველა საწმიდრიდან და სიონიდან შეგეწიოს შენ. გაიხსენოს ყველა შენი შესაწირი და მიიღოს სრულადდასაწველნი შენი. შენი გულის სურვილისამებრ მოგცეს და აგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.

საქმეები 14:17
თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“.

ეზეკიელი 38:22-23
განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან. განვდიდდები, წმიდად გამოვჩნდები და გამოვცხადდები მრავალი ერის თვალწინ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი“.

გამოსვლა 14:4
გავუმძვინვარებ გულს ფარაონს და დაგედევნებათ უკან. განვდიდდები ფარაონსა და მთელ მის ჯარზე; და გაიგებენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი“. ასეც მოიქცნენ.

ეზეკიელი 6:13
და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა განიგმირებიან საკუთარ კერპებს შორის და სამსხვერპლოთა ირგვლივ – ყველა მაღლობზე, მთის წვერზე, ამწვანებული ხის ქვეშ და დატოტვილი მუხის ქვეშ, იქ, სადაც მიჰქონდათ კეთილსურნელება თავიანთი კერპებისთვის.

ეზეკიელი 39:6
დავუშვებ ცეცხლს მაგოგსა და ზღვისპირეთზე, უსაფრთხოდ რომ ცხოვრობენ, და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.

ესაია 52:9-10
აყიჟინდით, ერთად შემოსძახეთ სიხარულით, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.

1 მეფეთა 17:46-47
დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში! რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!“

ესაია 37:20
ახლა კი უფალო, ღმერთო ჩვენო, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა შეიტყოს ქვეყნის ყველა სამეფომ, რომ მხოლოდ შენა ხარ უფალი“.

ესაია 49:26
თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი – ძლიერი იაკობისა“.

გამოსვლა 6:6-7
ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით. მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი – თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.

გამოსვლა 10:2
რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი“.

გამოსვლა 16:6
უთხრეს მოსემ და აჰარონმა ისრაელის ყველა შვილს: „საღამოს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.

იესო ნავეს ძე 3:10
თქვა იეშუამ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;

იესო ნავეს ძე 4:23-24
რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გადავლახავდით მას, როგორც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, წითელ ზღვას, რომელიც დააშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე არ გადავლახეთ რათა დედამიწის ყველა ხალხმა გაიგოს უფლის ხელის ამბავი, რადგან ძლიერია იგი და მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.

3 მეფეთა 20:13
აჰა, წინასწარმეტყველი მივიდა ახაბთან, ისრაელის მეფესთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? აჰა, შენს ხელს ჩავუგდებ მას დღეს და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!“

გამოსვლა 16:8
და თქვა მოსემ: „მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა“.

ესაია 45:4-6
იაკობის, ჩემი მსახურისა და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისთვის მოგიხმე სახელით; საპატიო სახელი მოგეცი, თუმცა არ მიცნობდი. მე ვარ უფალი და არავინაა სხვა, ჩემს გარდა არ არის ღმერთი; მე შემოგარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ. რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინაა ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინაა.

ეზეკიელი 20:19-20
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ, ჩემი სამართალი დაიცავით და აღასრულეთ. წმიდა ჰყავით ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენ შორის, რათა მიხვდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.

ეზეკიელი 31:13
მის ნანგრევებზე დაბინავდება ცის ყოველი ფრინველი და მის ტოტებს შეაფარებს თავს მინდვრის ყოველი მხეცი.

ეზეკიელი 20:11-12
დავუდგინე მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე, რათა შეესრულებინა ისინი თითოეულს და ეცოცხლა მათი მეშვეობით. ჩემი შაბათებიც მივეცი, რომ ნიშნად ყოფილიყო ჩემსა და მათ შორის და მიმხვდარიყვნენ რომ, მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი.

რიცხვნი 14:34
იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით, რადგან ორმოცი დღე ზვერავდით – თითო დღე თითო წელიწადზე, ორმოცი წლის განმავლობაში დაისჯებით, რათა გამოსცადოთ ჩემთან დაპირისპირება.

იერემია 24:5-7
ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: „კარგი ლეღვებივით ვცნობ გადასახლებულ იუდევლებს, რომელნიც ამ ადგილიდან გავგზავნე ქალდეველთა ქვეყანაში. მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი. გულს მივცემ მათ ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი; ჩემი ხალხი იქნებიან და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით მობრუნდებიან ჩემკენ“.

ეზეკიელი 7:4
არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!

ეზეკიელი 20:38
გამოვაცალკევებ თქვენგან მეამბოხეებსა და დამნაშავეებს ჩემ წინაშე, გამოვიყვან მათი ხიზნობის ქვეყნიდან, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ შემოვლენ. მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!

ეზეკიელი 36:11
გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.

ეზეკიელი 37:14
ჩემს სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; თქვენს მიწაზე დაგსვამთ და გაიგებთ, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე“ – ამბობს უფალი.

ფსალმუნები 9:10
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცნობელნი, ვინაიდან არ მიატოვებ შენს მაძიებელს, უფალო.

დაბადება 22:7-8
უთხრა ისაკმა აბრაჰამს: „მამა!“ და მიუგო აბრაჰამმა: „აქა ვარ, შვილო!“ ჰკითხა მას ისაკმა: „ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?“ უთხრა აბრაჰამმა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო“. ასე მიდიოდნენ ერთად.

იობი 19:25
მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;

ფსალმუნები 17:2
უფალია ჩემი კლდე, სიმაგრე და მხსნელი ჩემი. ღმერთო ჩემო, კლდე ხარ ჩემი, ფარი, ხსნის რქა და სიმაგრე ხარ ჩემი.

ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.

ესაია 12:1-2
და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა“.

დანიელი 11:32
თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.