ღმერთის გამოჩენა ცეცხლში ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3:2-3
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში მაყვლოვანის შუაგულიდან. ხედავს: „ცეცხლმოდებულია მაყვლოვანი, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. თქვა მოსემ: „მივალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.“

გამოცხადება 15:2
და ვიხილე მსგავსი ცეცხლშერეული მინის ზღვისა; და დგანან მინის ზღვაზე გამარჯვებულნი მხეცზე, მის ხატებასა და მისი სახელის რიცხვზე და ხელთ ღმერთის ქნარები უჭირავთ.

გამოსვლა 13:21
წინ უძღოდა მათ უფალი დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად და ღამე ცეცხლის სვეტში, გზის გასანათებლად, რათა შესძლებოდათ სიარული დღისითა და ღამით.

ნეემია 9:12
ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ დღისით და ცეცხლის სვეტით – ღამე, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.

ნეემია 9:19
მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში, დღისით ღრუბლის სვეტი არ განშორებია მათ გამძღოლად და ღამით ცეცხლის სვეტი, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც მიუყვებოდნენ.

რიცხვნი 14:14
და ეტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებთ, რომლებმაც გაიგეს, რომ შენ, უფალი, ამ ხალხს შორის ხარ, რომ შენ, უფალი, პირისპირ ეცხადები მათ, შენი ღრუბელი ადგას თავზე, დღისით ღრუბლის სვეტში მიდიხარ მათ წინ და ღამით – ცეცხლოვან სვეტში;

მეორე რჯული 1:33
რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა ადგილი მოეძებნა თქვენი კარვების გასაშლელად, ღამე ცეცხლში გიჩვენებდათ სავალ გზას და დღისით ღრუბელში.

ფსალმუნები 77:14
დღისით ღრუბლით მიუძღოდა და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.

ფსალმუნები 104:39
გადააფარა ღრუბელი მათ საფრად და ცეცხლი – ღამის გასანათებლად.

ესაია 4:5
მაშინ გამოსახავს უფალი სიონის მთელ მთასა და მთელ მის კრებულზე ღრუბელსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ელვარებას ღამით, ვინაიდან ყოველივეს დიდება დაფარავს.

გამოსვლა 40:38
რადგან უფლის ღრუბელი იყო სავანეზე დღისით, ღამ-ღამობით კი ცეცხლი ჩანდა შიგ მთელი ისრაელის სახლის თვალწინ, მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

რიცხვნი 9:15-16
სავანის აღმართვის დღეს, ღრუბელმა დაფარა იგი, მოწმობის კარავი. საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით გამოიყურებოდა სავანის თავზე მდგარი ღრუბელი. მუდმივად ასე იყო: ღრუბელი ფარავდა მას, თუმცა ღამით ცეცხლივით გამოიყურებოდა.

გამოსვლა 14:24
ისე მოხდა, რომ მოხედა უფალმა დილის გუშაგობისას ეგვიპტელთა ბანაკს ცეცხლოვანი და ღრუბლოვანი სვეტიდან და შეაძრწუნა მათი ბანაკი.

დაბადება 15:17
როდესაც მზე ჩავიდა და წყვდიადმა მოიცვა იქაურობა, გამოჩნდა მბოლავი ღუმელი ცეცხლოვანი ლამპრით და გაკვეთილ ცხოველთა შორის გაიარა.

საქმეები 7:30
ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.

დანიელი 7:9
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.

მეორე რჯული 4:12
და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგულ ცეცხლიდან: სიტყვები გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა გესმოდათ.

მეორე რჯული 4:15
იფხიზლეთ, ვინაიდან არავითარი გამოსახულება არ გიხილავთ იმ დღეს, როცა გელაპარაკებოდათ უფალი ხორებზე, შუაგულ ცეცხლიდან,

მეორე რჯული 4:33
თუ უსმენია რომელიმე ხალხს შუაგული ცეცხლიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ცოცხალი დარჩენილა, როგორც თქვენ ისმინეთ და დარჩით?

მეორე რჯული 5:4
პირისპირ გელაპარაკებოდა უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან,

მეორე რჯული 5:22
ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ შენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და ნისლის შუაგულიდან, დიადი ხმით და აღარაფერი დაუმატებია და დაწერა ქვის ორ დაფაზე და მე მომცა.

მეორე რჯული 5:24
მითხარით: „აჰა, გვიჩვენა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და სიდიადე და გვესმა მისი ხმა ცეცხლის შუაგულიდან. ამ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ცოცხალი დარჩა იგი.

მეორე რჯული 9:10
და მომცა უფალმა ღვთის თითით დაწერილი ქვის ორი დაფა, ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც შუაგულ ცეცხლიდან წარმოთქვა მთაზე უფალმა, შეკრების დღეს;

მეორე რჯული 10:4
და დაწერა მან დაფებზე, როგორც მანამდე ეწერა, ათი მცნება, რომლებიც მთაზე შეკრების დღეს, შუაგულ ცეცხლიდან გითხრათ უფალმა, და მომცა ისინი უფალმა.

მეორე რჯული 4:36
ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.

მეორე რჯული 5:26
რადგან ვინ არის ის ხორციელი, ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ცოცხალი ღმერთის ხმა რომ მოესმინოს და ცოცხალი დარჩენილიყოს ჩვენსავით?

გამოსვლა 19:18
ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში; როგორც ღუმელს ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.

ებრაელთა 12:18
ვინაიდან არ მიახლოებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აგიზგიზებულს, ან ბურუსით, წყვდიადითა და ქარიშხლით მოცულს,

გამოსვლა 24:17
მოგიზგიზე ცეცხლივით იყო უფლის დიდება მთის მწვერვალზე ისრაელის ძეთა თვალწინ.

ესაია 66:15
რადგან, აჰა, ცეცხლში მოვა უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლები, რათა მიუზღოს თავისი რისხვა მძვინვარებით და თავისი საყვედური ცეცხლის ალით.

ფსალმუნები 49:3
მოდის ჩვენი ღმერთი და არ დადუმდება; მჭამელი ცეცხლია მის წინაშე და ძლიერი ქარიშხალი – მის ირგვლივ.

2 მეფეთა 22:13
მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.

ფსალმუნები 17:12
მისი პირის ბრწყინვალებამ გაფანტა ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.

3 მეფეთა 9:12
მიწისძვრის მერე – ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე – ჩუმი, ნაზი ხმა.